ფსიქოთერაპევტ შოთა ბერულავასთან შეხვედრა „Adolescence − ფსიქოლოგიური პერსპექტივები“
ღონისძიებები
30 აპრილს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახში, ფსიქოთერაპევტი, ილიაუნის ფსიქოლოგიის ალუმნი ქსელისა და ფსიქოლოგიის სკოლა ანიმოტერმის თანადამფუძნებელი შოთა ბერულავა გამართავს შეხვედრას თემაზე: „Adolescence − ფსიქოლოგიური პერსპექტივები“.
მომხსენებელი მხოლოდ სერიალს Adolescence არ განიხილავს, შეხვედრაზე ასევე ისაუბრებს თემებზე:
- თაობათა შორის ემოციური და სოციალური ხიდჩატეხილობის სირთულეები;
- ენობრივი და სიმბოლური სისტემები, რომლებიც თაობებს შორის განსხვავებას ქმნის და ზრდასრულებში გაუგებრობას იწვევს;
- როგორ ეჯახებიან ახალგაზრდები საკუთარ სურვილებს, საზღვრებს, იდენტობის ძიებას და ოჯახის/საზოგადოების მოლოდინებს.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 30 აპრილი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 ოთახი, გ. წერეთლის ქ. N3
დასწრება თავისუფალია.
2025