ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ჩემპიონატი მინიფეხბურთში

ახალი ამბები

24 მარტიდან 5 მაისის  ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება შიდაჩემპიონატი  მინიფეხბურთში.

ტურნირი ჩატარდება ილიაუნის E კორპუსის ეზოში მდებარე  განახლებულ სპორტულ მოედანზე. ტურნირში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებსგან  დაკომპლექტებულ გუნდებს. ჩემპიონატის მონაწილეს არ აქვს ორ სხვადასხვა გუნდში თამაშის უფლება. განაცხადში შესაძლებელია მაქსიმუმ 8 მოთამაშის შეყვანა.    

მატჩი შედგება ორი 12-წუთიანი ტაიმისგან 5-წუთიანი შესვენებით.

ტურნირში მონაწილეობის მიღება შეეძლება მხოლოდ პირველ 64 დარეგისტრირებულ გუნდს.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი თასი და სხვადასხვა პრიზები. I, II და III ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ შესაბამის მედლებს. 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე: https://shorturl.at/mshWC

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 21 მარტი.

დამატებითი კითხვებისთვის გთხოვთ მოგვწეროთ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის მეილზე - student.affairs@iliauni.edu.ge

2025 

ბანერები