ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისთვის

ახალი ამბები

2018 წლის 7-13 ივლისს ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტის „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (INTEGRITY)“ ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი აკადემიური წერის ცენტრის მასწავლებლებისთვის.

ტრენინგის შინაარსობრივი ნაწილი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა წერის კომპონენტის სწავლება და უკუკავშირის მიწოდება. შეხვედრებზე თანაბარი დრო დაეთმო უკუკავშირის მიწოდების, როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე იმ ტექნოლოგიურ საშუალებებს, რისი გამოყენებაც ამ პროცესში იგეგმება.

ევროკავშირის მიერ ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინასებული პროექტის ‘INTEGRITY’(კოორდინატორი- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) მთავარი მიზანია საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა-სწავლებისა და შეფასების ხარისხის განვითარება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით. პროექტი მიზნად ისახავს ისეთი პოლიტიკისა და მექანიზმების შემუშავებას, რომლებიც ხელს შეუწყობს პლაგიატის შემთხვევების გამოვლენას, პრევენციასა და აღმოფხვრას ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ბანერები