ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სასწავლო ტური და საინფორმაციო სემინარი ბარსელონისა და პორტოს უნივერსიტეტებში

ახალი ამბები

„ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (PRINTeL)

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის PRINTeL-ის პროექტის ფარგლებში  11-16 ივნისს  ბარსელონასა და პორტოში გაიმართა პრაქტიკული სემინარები და სამუშაო შეხვედრები პროექტის ევროპელ პარტნიორ უნივერსიტეტებში. პროექტში ჩართულია 5 ევროპელი და 9 ბენეფიციარი უნივერსიტეტი საქართველოდან, სომხეთიდან და ბელორუსიიდან.

პროექტის მიზანია პარტნიორ ქვეყნებში სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გაუმჯობესება ევროკომისიის განათლებისა და მომზადების 2020 წლის მიზნების შესაბამისად. პროექტი ასევე მიზნად ისახავს სწავლისა და სწავლების მეთოდების განვითარებასა და ინოვაციების წახალისებას ტექნოლოგიებისა და კვლევის ინტეგრაციის მხარდაჭერით.

პირველი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 11-12 ივნისს ბარსელონის უნივერსიტეტში. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო გადამზადების ცენტრის თანამედროვე მიდგომების გაცნობა აღმოსავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტების ადმინისტრაციული პერსონალისათვის.

ღონისძიებები 14-15 ივნისს ქალაქ პორტოში გაგრძელდა. ჩატარდა სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა პარტნიორი ქვეყნების უნივერსიტეტის პედაგოგთა გადამზადებასა და ცენტრების ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდას, კერძოდ კი პროფესიული განვითარების ინოვაციური პროგრამებისა და ახალი ბიზნესგეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებას. სემინარის ფარგლებში ევროპელმა პარტნიორებმა გამოცდილება გაუზიარეს კონსორციუმის წევრებს.

სამუშაო ვიზიტის დასასრულს, 16 ივნისს, პორტოს უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის კონსორციუმის პირველი საკოორდინაციო შეხვედრა.  შეხვედრაზე განხილეს პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობა და ამ ეტაპზე მიღწეული შედეგები, ასევე განისაზღვრა 2018 წლის ბოლოსთვის შესასრულებელი ღონისძიებები. საკოორდინაციო შეხვედრაზე პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა პროექტის კოორდინატორთან ერთად იმსჯელეს  გეგმით გათვალისწინებულ აქტივობებში გარკვეული ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის სათანადოდ განხორციელების მიზნით.

ბანერები