ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

RE-DIRECTION პროექტის კონსორციუმის პირველი შეხვედრა

ახალი ამბები

19-21 მარტს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus + ინსტიტუციური განვითარების პროექტის RE-DIRECTION – Redefining Higher Education on a digital context and mainstreaming a common inclusive and green structure based on EU best practices and policy recommendations კონსორციუმის პირველი შეხვედრა. მისი მიზანი იყო კონსორციუმისთვის პროექტის საქმიანობის წარდგენა და შესასრულებელი სამუშაო პაკეტების ანალიზი, ასევე დაიგეგმა პროექტის პირველ წელს განსახორციელებელი ღონისძიებები.

RE-DIRECTION პროექტი მიზნად ისახავს პარტნიორი ქართული და უკრაინული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ინოვაციური სწავლების მეთოდების შემოღება-გაძლიერებას და პროექტის ფარგლებში შერჩეულ სასწავლო პროგრამებში დიგიტალიზაციის, მდგრადობისა და ინკლუზიის კომპონენტების მაქსიმალურ ინტეგრაციას.

პროექტის ფარგლებში იგეგმება:

  • ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მეთოდოლოგიის ჩარჩოსა და პოლიტიკის რეკომენდაციების შემუშავება;
  • მწვანე კომპეტენციებისა და მეთოდების თვალსაზრისით სიახლეების დანერგვა პარტნიორ ინსტიტუციებში;
  • მიგრანტებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მონაწილეობის კუთხით არსებული მიდგომების გაუმჯობესებაზე მუშაობა.

დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ აქ.

 2024

ბანერები