Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units / HERD
ახალი ამბები
2020 წლის 3-6 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დრეზდენის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის HERD (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units) სეზონური სკოლა Research and Development გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით კვლევითი შესაძლებლობების გაუმჯობესებას საქართველოს უნივერსიტეტებში კვლევითი სამსახურების განვითარების მეშვეობით.
სეზონურ სკოლაში მონაწილეობდა 12 ქართული უნივერსიტეტის 30-ზე მეტი წარმომადგენელი, ასევე ნიცის კოტ-დაზურისა და კლერმონ-ოვერჟინის უნივერსიტეტების წარმომადგენლები.
სეზონური სკოლის განმავლობაში დრეზდენის ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მოიცვა შემდეგი თემები:
Day 1, 3rd Feb 2020: General workshop info, identification of status quo and individual goals for the workshop
Day 2, 4th Feb 2020: From project idea to the project proposal: Preconditions and parameters which affect a successful project
Day 3, 5th Feb 2020: Applying for projects in Horizon2020: Basics and strategies
Day 4, 6th Feb 2020: General conditions, structure, tasks, and strategies for setting up a research support unit.
გალერეა