პროექტის “უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამა” - პირველი სამუშაო შეხვედრა
ახალი ამბები
22-24 ივლისს გაიმართა პროექტის „უმაღლესი განათლების, კლვევისა და ინოვაციების სამაგისტრო პროგრამა“ პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც პროექტის პარტნიორებმა განაახლეს სამუშაო გეგმა და დასახეს ერთობლივი მუშაობის შემდგომი ნაბიჯები.
პროექტი განათლების სკოლის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია, შექმნას ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც მოამზადებს უმაღლესი განათლების პროფესიონალებს. პროგრამა მოიზიდავს როგორც ქართველ, ისევე საერთაშორისო სტუდენტებს სამხრეთ კავკასიიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან.
პროექტის ფარგლებში ილიაუნი თანამშრომლობს ფინეთის ტამპერის უნივერსიტეტთან.
პროექტი, რომელიც ხორციელდება ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი – საქართველოს (I2Q) კონკურენტული ინოვაციის ფონდის დაფინანსებით, 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
2024
გალერეა