ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროექტ PRODIGE-ის ონლაინტრენინგი

ახალი ამბები

6-24 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ინტენსიურ ონლაინტრენინგში "Pedagogical Innovation and Course Design in Digital Education".  

სამი კვირის მანძილზე მონაწილეები დაესწრნენ სხვადასხვა მოდულს, რომლებიც ფოკუსირებული იყო ონლაინგანათლების ფუნდამენტურ პრინციპებზე, პედაგოგიურ მახასიათებლებსა და სტუდენტთა მონაწილეობის ასპექტებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ონლაინინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებაზე, ასევე კურსის შეფასებასა და რეფლექსიურ პრაქტიკაზე, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინსწავლების უწყვეტ გაუმჯობესებას. ინტერაქტიულ სესიებსა და პრაქტიკულ ღონისძიებებზე მონაწილეები გაეცნენ და შემდეგ თავად შექმნეს რესურსები შემდეგი ინსტრუმენტების გამოყენებით: Moodle, Genially, Gamma და Wooclap.

პროექტის შესახებ

PRODIGE არის სტრუქტურული რეფორმის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების დანერგვა. პროექტი შემუშავდა ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საქართველოს 10 წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მონაწილეობით. მისი მიზანია საქართველოში ციფრული განათლების პოპულარიზაცია შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და უმაღლესი განათლების დაწესებულებათა შესაძლებლობების გაძლიერებით.

პროექტის კოორდინატორია EFMD.

 

2025

ბანერები