ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება“ – ონლაინტრენინგი

სემინარები

3-5 აპრილს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო საფეხურის სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური პერსონალისთვის გაიმართება ონლაინშეხვედრების სერია კვლევის კეთილსინდისიერების შესახებ.  

ტრენინგი შემუშავებულია ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში. პროექტის ძირითადი მიზანი უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესებაა.


განრიგი და განსახილველი საკითხები:

3 აპრილი, 15:00 საათი – „კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება: ევროპული და ინსტიტუციური სამართლებრივი ჩარჩო

  • თეონა დიასამიძე, სამეცნიერო კვლევების კოორდინაციის სამსახურის სპეციალისტი

4 აპრილი, 14:00 საათი – „აკადემიური გადაცდომების თავიდან აცილება და მართვა კვლევით სფეროში

  • ნინო რჩეულიშვილი, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

4 აპრილი, 16:00 საათი – „პუბლიკაციის გამოქვეყნების და საავტორო ეთიკა – პოლიტიკის განსაზღვრა

  • თამარ ბასიშვილი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

5 აპრილი, 15:00 საათი – „კეთილსინდისიერების პრინციპები კვლევაში და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევები

  • გიგა ხოსიტაშვილი, ბიზნესის, ტექნოლოგიებისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი

შესაძლებელია როგორც ერთ, ასევე რამდენიმე შეხვედრაზე დასწრება.


შეხვედრები გაიმართება ონლაინ და აუცილებელია წინასწარ რეგისტრაციაბმულზე https://shorturl.at/tBL69

დეტალურ ინსტრუქციას მიიღებთ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

2024

ბანერები