ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ინკლუზიურობის ხელშეწყობა უმაღლეს განათლებაში: ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება

ახალი ამბები

ერაზმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტ Re-Direction-ის ფარგლებში, რომელიც განათლებაში ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების წახალისების ტრანსფორმაციულ ინიციატივას წარმოადგენს, გამოქვეყნდა „ინკლუზიურობის ხელშეწყობის პედაგოგიური მეთოდების წარმატებული პრაქტიკის კრებული“. ეს რესურსი შექმნილია Karlshochschule International University-ის გუნდის მიერ.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ მნიშვნელოვან ინიციატივებზე:

  • ციფრული ხელმისაწვდომობა: ეს ინიციატივა უზრუნველყოფს ინკლუზიურ და ხელმისაწვდომ ციფრულ განათლებას, რაც სასარგებლოა სხვადასხვა საჭიროების მქონე, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
  • ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერა: ფსიქოსოციალური სერვისებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების საშუალებით უნივერსიტეტები უზრუნველყოფენ უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის;
  • კრიტიკული პედაგოგიკა და ტრანსფორმაციული სწავლება: სტუდენტებს სთავაზობენ ინსტრუმენტებს, რომლებიც დაეხმარება მათ სოციალური სამართლიანობის, ეთიკისა და ინკლუზიურობის კრიტიკულად გააზრებაში, რაც ხელს უწყობს ცვლილებების აგენტებად ფორმირებაში.  

ანგარიში წარმოაჩენს, როგორ შეუძლიათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს სტუდენტთა მრავალფეროვანი საჭიროებების დაკმაყოფილება.

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და, შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) ხედვებსა და აზრებს. ევროკავშირი და ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტო არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე.

2024

ბანერები