ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

იმპლემენტაციური მეცნიერებისა და ბიოსტატისტიკის სწავლების დანერგვა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იელის უნივერსიტეტთან ბილატერალური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება 5-წლიანი პროექტი „იმპლემენტაციური მეცნიერებისა და ბიოსტატისტიკის სწავლების დანერგვა”, რომლის ფინანსური მხარდამჭერია აშშ-ის ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტთან არსებული ფოგარტის საერთაშორისო ცენტრი.

პროექტის მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მოამზადოს იმპლემენტაციური მეცნიერებისა და ბიოსტასტიკოსების პირველი თაობა საქართველოში – დოქტორანტები, მიმართულების გასაძლიერებლად შექმნას და პრაქტიკოსთან გადაამზადოს ამ დარგის მკვლევართა ჯგუფები.

თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია საზოგადოებრივი ჯანდაცვის დარგში იმპლემენტაციური მეცნიერების მეთოდებისა და ანალიზის დანერგვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინტერვენციების პრაქტიკაში განხორციელების ხელშესაწყობად. ეს გულისხმობს კვლევის შედეგებისა და პრაქტიკის მონაცემთა სპეციფიკურ სინთეზს ინტერვენციების დასაგეგმად და შესაფასებლად, რათა ინოვაციური მიდგომებით ვუპასუხოთ რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებს: აივინფექციას, ოპიოიდების მოხმარებით გამოწვეულ აშლილობებსა და მათთან დაკავშირებულ სხვადასხვა მდგომარეობის პრევენციას, მკურნალობასა და მოვლას.

პროგრამაში ჩართული არიან ილიას უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორანტები, რომლებიც სწავლების  სამი წლის განმავლობაში მიიღებენ სტიპენდიას, სრულ ფინანსურ მხარდაჭერას ერთი სემესტრით იელის უნივერსიტეტში სასწავლებლად და სადოქტორო პროექტების განსახორციელებლად.

პროექტის ფარგლებში 2024 წლის 10-12 ივლისს გაიმართა ბიოსტატისტიკისა და იმპლემენტაციური კვლევის მეთოდების პირველი საზაფხულო ინტენსიური სამდღიანი სასწავლო კურსი ამ სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდა მეცნიერებისთვის, დარგის მოქმედი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის, მკვლევრებისა და ამ მიმართულების განვითარებით დაინტერესებული პროფესიონალებისთვის. მას ესწრებოდა 70-მდე მონაწილე. 

2024

 

ბანერები