ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (PRINTeL)

ახალი ამბები

ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის წახალისება სტუდენტთა სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (PRINTeL)

(Erasmus+ CBHE project # 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP)

ERASMUS+-ის პროგრამის ინსტიტუციური განვითარების 2017 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებული პროექტის PRINTeL “Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალიდან სექტემბრში შეირჩა 15 აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებელი ევროპელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებული ტრენერთა მომზადების 5-დღიანი კურსების გასავლელად. (TOT) არჩეულმა კანდიდატებმა გაიარეს ტრენერთა ტრენინგები გრაცის, ლუვენის, პორტოს, ლინკოპინგის და ბარსელონის უნივერსიტეტებში.

5-9 ნოემბრის ჩათვლით ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა გრაცის უნივერსიტეტში თემაზე: „ჰიბრიდული/შერეული სწავლა/სწავლება“, მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის 2 ასოცირებული პროფესორი და 1 მოწვეული მასწავლებელი, კერძოდ:

არჩილ აბაშიძე - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ელენე ჟურავლიოვა - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

გიგა ხოსიტაშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მოწვეული მასწავლებელი.

12-16 ნოემბრის ჩათვლით ტრენინგი ჩატარდა ლუვენის უნივერსიტეტში თემაზე: „აქტიური სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით“, რომელშიც მონაწილეობნენ უნივერსიტეტის შემდეგი პროფესორები:

თინათინ ჭინჭარაული - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი;

ნატა მეფარიშვილი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; 

მარიამ დალაქიშვილი - ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

12-16 ნოემბრის ჩათვლით ტრენინგი ასევე ჩატარდა პორტოს უნივერსიტეტში თემაზე: „ვიდეოსწავლება, როგორც სწავლების საშუალება მასწავლებელთა და სტუდენტთათვის ვიდეოლექციების საკლასო ოთახში გამოყენებით“. მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის 2 ასისტენტ-პროფესორი და 1 მოწვეული მასწავლებელი, კერძოდ:

რესან ქიქავა - ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი;

ალექსანდრე ერგეშიძე - ბიზნესის სკოლის ასისტენტ-პროფესორი;

ნამი სურგულაძე - ბიზნესის სკოლის მოწვეული მასწავლებელი.

3-7 დეკემბრის ჩათვლით ტრენინგი ჩატარდა შვედეთში, ლინკოპინგის უნივერსიტეტში თემაზე: „ჰიბრიდული/შერეული სწავლა/სწავლება“, რომელშიც მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგი პროფესორები:

ლევან ცაგარელი - მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი;

თამარ გურჩიანი - სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

დავით მაისურაძე - სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

12-16 დეკემბრის ჩათვლით ბოლო ტრენინგი ჩატარდა ბარსელონის უნივერსიტეტში თემაზე: ,,გაძლიერებული სწავლება საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მობილური სწავლება და თამაშის ელემენტების გამოყენებით”, მასში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პროფესორები და 1 მოწვეული მასწავლებელი:

თამარ მაღალაშვილი - ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი;

ნანა დიხამინჯია - საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორი;

დიანა ხიდეშელი - ბიზნესის სკოლის მოწვეული მასწავლებელი.

აღნიშნული ტრენერები პროექტის ფარგლებში 2019 წლის დასაწყისში ჩაატარებენ 10-საათიან ტრენინგკურსს და თითოეული დაატრენინგებს მინიმუმ 10 აკადემიურ პერსონალს/სწავლებაში ჩართულ პირს.

შემდგომი ტრენინგების დაგეგმვის მიზნით 2018 წლის 20 დეკემბერს გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ტრენინგების მონაწილეეებთან, რომელსაც დაესწრნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის HR სამსახურისა და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები და ფაკულტეტების წარმომადგენლები. აღნიშნულ შეხვედრაზე ტრენინგის მონაწილეებმა გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაცია და შთაბეჭდილებები გავლილი ტრენინგების შესახებ, ასევე განიხილეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრენინგების ჩატარების პროცესში ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები და შემდგომი აქტივობები.

ბანერები