ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

Interreg NEXT შავი ზღვის აუზის პროგრამა

შავი ზღვის აუზში მდგრადი ლურჯი ეკონომიკის შექმნის და გაძლიერების მიზნით საზღვაო ტექნოლოგიების გადაცემის ინოვაციური ქსელის დაფუძნება და ოპერირება (EFXINNOS)

პროექტის მიზანია  პარტნიორ ინსტიტუციებთან ერთად   ერთობლივად  შემუშავდეს  საზღვაო მონიტორინგის პლატფორმის ახალი, იაფი, ტექნოლოგიურად განვითარებული მდგრადი ქსელი.

შესაბამისი ფიზიკურ-ქიმიური სენსორებით, გვერდითი სკანირების სონარებითა და კამერებით აღჭურვილი მობილური და სტატიკური პლატფორმების სერია, ავტონომიური წყალქვეშა სატრანსპორტო საშუალებები, დისტანციურად მართვადი მანქანები და ტივტივები გამოიკვლევენ  ეკოლოგიური მნიშვნელობის შერჩეულ საპილოტე ადგილებს.

პროექტის ხანგრძლივობა – 2 წელი.

პროექტი დაფინანსებულია Interreg NEXT Black Sea Basin მიერ ევროპის კავშირის თანადაფინანსების საფუძველზე და მისი ბიუჯეტი შეადგებს 1,643,648.40 ევროს.

პროექტის პარტნიორები:

  • თრაქიის უნივერსიტეტი (საბერძნეთი);
  • სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი (თურქეთი);
  • ვარნის უნივერსიტეტი (ბულგარეთი);
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო);
  • გრიგორი ანტიპას სახ. ზღვის კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტი (რუმინეთი);
  • ბულგარეთის შავი ზღვის ადგილობრივ ხელისუფლებათა კავშირი (ბულგარეთი)

 

ბანერები