ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მე-7 ჩარჩო პროგრამა

მე-7 ჩარჩო პროგრამა

2013 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით ევროკომისიის მე-7 ჩარჩო პროგრამის ეგიდით დაფინანსდა შემდეგი პროექტი:

ჯაჭვური რეაქცია: კვლევაზე დაფუძნებული სწავლება ბუნებისმეტყველების სწავლებაში Chain Reaction: A Sustainable Approach to Inquiry Based Science Education
პროექტის მიზანია კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარება და ხელშეწყობა კონსორციუმის წევრ ქვეყნებში. პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში კვლევაზე დაფუძნებული სწავლების განვითარებას და მასწავლებლების გადამზადებას ამ კუთხით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენციები როგორც ჩვენი მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისათვის. პედაგოგები შეძლებენ თავიანთ ევროპელ კოლეგებთან გასაუბრებას, აზრთა გაცვლას და პროფესიულ საკითხებზე მსჯელობას, მოსწავლეები კი თანატოლებთან ურთიერთობით საინტერესო გამოცდილებას შეიძენენ. 

პროექტის ოფიციალური დაწყების თარიღია 2013 წლის 1-ლი ივნისი. განხორციელებისათვის გამოყოფილი საერთო თანხა შეადგენს 3 600 000 ევროს. 

პროექტის კონსორციუმში 12 ქვეყნის 12 უნივერსიტეტია გაერთიანებული. 
1.შეფელდის უნივერსიტეტი, ინგლისი - კოორდინატორი
2.ნეაპოლის უნივერსიტეტი, იტალია
3.მათეი ბელ უნივერსიტეტი, სლოვაკეთი
4.TED უნივერსიტეტი, ანკარა, თურქეთი
5.პლოვდივის უნივერსიტეტი, ბულგარეთი
6.საერთაშორისო განათლების ცენტრი, საფრანგეთი
7.ლუბლიანის უნივერსიტეტი, სლოვენია
8.ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, გერმანია
9.კრეტის უნივერსიტეტი, საბერძნეთი
10.ლიმერიკის უნივერსიტეტი, ირლანდია
11.იორდანიის სამეცნიერო კვლევის საზოგადოება, იორდანია
12.ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო

საქართველოდან პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიკა კაპანაძე. 

ბანერები