ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ამერიკასთან თანამშრომლობის გრანტები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების სკოლამ აშშ- ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2024-ის დაფინანსება მოიპოვა

ახალი ამბები

საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წიგნის თარგმნის პროგრამა 2024“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ სათარგმნად წარდგენილმა წიგნმა „ფილმი, ფორმა და კულტურა" (რობერტ კოლკერი, მარშა გორდონი, მე-5 გამოცემა, 2024, Routledge) დაფინანსება მოიპოვა.

შერჩეული წიგნი მოიცავს კინოთეორიების, კულტურული კონტექსტების, ფილოსოფიის, პოლიტიკის, იდეოლოგიების, თანამედროვე გამოწვევებისა და კინოს ისტორიული პროცესების განხილვას, ამდენად გვეხმარება კინოს კვლევის კომპლექსური სურათის დანახვაში: სხვადასხვა პერიოდის, ჟანრის, შინაარსის კინემატოგრაფის შესწავლაში. წიგნი უპირველესადსწორედ კინომცოდნეების, სტუდენტებისა და კინოთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი, გამოსადეგი იქნება ასევე კულტურისა და ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისთვის, ფილოსოფოსებისათვის, ისტორიკოსებისთვის, ამერიკული მემკვიდრეობისა და მომიჯნავე დისციპლინების მკვლევრებისთვის.

ინფორმაცია წიგნის შესახებ:

2024
ბანერები