ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პარიზის პასტერის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა 2018-2019 სასწავლო წლისთვის

ახალი ამბები

პარიზის პასტერის უნივერსიტეტი 2018-2019 შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამაზე გამოყენებით მეცნიერებასა და ბიომედიცინაში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც უკვე მინიჭებული აქვთ ან მიენიჭებათ მაგისტრის (ან ეკვივალენტური) ხარისხი სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებებში არაფრანგული უნივერსიტეტისგან.

კონკურსში მონაწილეობისათვის სტუდენტი უნდა დაუკავშირდეს შესაბამის ლაბორატორიას. ლაბორატორიებთან დაკავშირების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი, 2017 წ. კონკურსისათვის საჭირო საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 13 ნოემბერი, 2017 წ.

პროგრამა უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის საცხოვრებელ ხარჯებს, ჯანმრთელობის დაზღვევასა და სასწავლო გრანტს.

დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი და პროგრამის ვებგვერდი: www.pasteur.fr/en/education/ppu

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს: phd@pasteur.fr.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები