ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ERASMUS MUNDUS

Erasmus Mundus

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2012 წლიდან ერაზმუს მუნდუსის მეორე აქტივობის (Erasmus Mundus Action 2) 5 პროექტის ფარგლებში განახორციელებს სრულად დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ყველა საფეხურის სტუდენტებისათვის ევროპის 49 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა, ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus), არის თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამა უმაღლესი განათლების სფეროში, რომელიც მიმართულია ევროპული უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისკენ და ხელს უწყობს დიალოგსა და ურთიერთგაგებას ხალხსა და კულტურებს შორის მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობის საფუძველზე.

პროგრამის მეორე აქტივობა (Action 2) გულისხმობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობას ევროპული და არაევროპული ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროგრამის ფარგლებში სრულად დაფინანსდება მობილობა (ერთი ან მეტი სემესტრით) ბაკალავრების, მაგისტრების, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისათვის, ასევე უნივერსიტეტის თანამშრომლებისათვის  (ტრენინგი, სწავლება, კვლევა) პროგრამის მონაწილე უნივერსიტეტებში ევროპის მასშტაბით.

ბანერები