ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

TourMODE კვირეული – დღე მეოთხე

ახალი ამბები

კვირეულის მეოთხე დღეს ტურმოუდელებისთვის ვორკშოპი „პრეზენტაციის უნარები და საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ გამართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარმა სპეციალისტმა მურო თაკალანძემ. 

სტუდენტებმა შეხვედრის შემდეგ პრაქტიკული დავალება შეასრულეს როგორ წარმოუდგენიათ, რომ 2-წუთიანი პრეზენტაციით გააცნონ ტურისტს საქართველო მისთვის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნით. 

დღის მეორე ნახევარში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მოწვეულმა ლექტორმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა გიორგი ბრეგაძემ ტურმოუდელებს გააცნო ტურიზმის სფეროს უახლესი სტატისტიკა. 

ბანერები