ილიაუნის პროექტ TourMODE-ის მონაწილე ლუკა ბაბუნაძის პირველი ადგილი ტურიზმის კონფერენციაში
ახალი ამბები
11 დეკებერს ლოპოტაზე გაიმართულ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და DMO Visit Kakheti-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები კახეთში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტ TourMODE-ის მონაწილე ლუკა ბაბუნაძემ პირველი ადგილი დაიკავა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, ასევე დაინტერესებული პირები კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებიდან, ასევე უნივერსიტეტის პროფესორები.
კონფერენციაზე ავტორთა მიერ წარმოდგენილი იყო 12 თემა.
კონფერენციის განარჯვებულები არიან:
I ადგილი – ლუკა ბაბუნიძე („Chatbot – კახეთში საოჯახო მარნების ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და მონაცემთა მოპოვების ინოვაციური გზა“)
II ადგილი – თენგიზ სიმაშვილი („ისტორია, როგორც ტურისტული რესურსი, და ალტერნატიული ტურისტული ტურების პოტენციალი თელავში“)
III ადგილი – რუსუდან ბერიაშვილი ( „ღვინის ტურიზმის განვითარების აუცილებლობა ქვევრის ღვინოების ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ღვინის ტურისტის მოზიდვა მარკეტინგული სტრატეგიების გამოყენებით“).
#TourMODEcase #Iliauni #TourismConference #GNTA