ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგების სერია: ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები

ღონისძიებები

2016 წლის 21, 22 და 24 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ორგანიზებით, ილიაუნის თანამშრომლებისა და სტუდენტებისთვის გაიმართება ტრენინგების სერია: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები“.

ტრენინგების მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობაა 30. ტრენინგებში მონაწილეობის მსურველები, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ბმულზე.

განრიგი

დრო: 21, ნოემბერი, 18:00 საათი

სახელწოდება: „ინოვაციების მენეჯმენტი და თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები“

ტრენერი: ეკა ლეფსვერიძე - PhD; TCO-ს დირექტორი

თემატიკა:

  • ილიაუნის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის წარდგენა;
  • რა არის გამოგონება და რა ინოვაცია (Invention vs. innovation)?
  • ინოვაციების შექმნაზე მოქმედი ფაქტორები;
  • ინოვაციური ეკოსისტემა;
  • ახალი ტექნოლოგიის განდობის ფორმა;
  • ლეონარდო დავინჩის შვიდი წესი;
  • თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციები.

დრო: 22, ნოემბერი, 18:00 საათი

სახელწოდება: „ინოვაციური მეწარმეობა“

ტრენერი: თათია ბრეგვაძე - TCO-ს ადმინისტრაციის ასისტენტი

თემატიკა:

  • მეწარმეობის სახეობები;
  • წარმატებული მეწარმის 11 ნიშანი;
  • სტარტაპის ფორმაცია;
  • სტარტაპის ჩამოყალიბების პროცესი;
  • შეთავაზების ხუთი ძირითადი ღირებულება;
  • წამყვანი კომპანიების პირველადი და მეორეული ღირებულებები;
  • კონკურენტული უპირატესობის პოტენციური წყაროები;
  • მდგრადი კონკურენტულ უპირატესობა;
  • მდგრადი კონკურენტუნარიანობის ათი ძირითადი სახეობა;
  • პროდუქტის განმარტება, დიზაინი, დაგეგმვა და მიწოდება;
  • მომხმარებლის შეძენის ღირებულება. მდგრადი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბება;
  • რა არის ბიზნეს მოდელი?
  • „მიკრო“ ბიზნესმოდელები;
  • გაყიდვების და დისტრიბუციის გეგმა;
  • ბიზნესის გაფართოება;
  • ბიზნესგეგმის პრეზენტაცია (pitching).

დრო: 24, ნოემბერი, 18:00 საათი

სახელწოდება: „ინტელექტუალური საკუთრება და მისი დაცვის ღონისძიებები“

ტრენერი: თეონა ბებია - TCO-ს პატენტისა და ლიცენზირების სპეციალისტი

თემატიკა:

  • ინტელექტუალური საკუთრება და გამომგონებელი;
  • პატენტის არსი და დაცული ობიექტები;
  • პატენტის მოქმედების ფარგლები;
  • პატენტუნარიანი ობიექტები;
  • პატენტზე უფლებების გადაცემა-ლიცენზია;
  • საავტორო უფლებები და დაცული ობიექტები;
  • საავტორო უფლებების მოქმედების ფარგლები.

 

ბანერები