ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე: ქანქარის პრინციპი ფსიქიატრიაში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ნინო მახაშვილი და ჯანა ჯავახიშვილი აგრძელებენ შეხვედრების ციკლს „საუბრები ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“.

14 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა თემაზე: „ქანქარის პრინციპი ფსიქიატრიაში“.

მომხსნებელები ისაუბრებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ განსხვავებულ მიდგომებზე, პარადიგმების ცვლილებასა და რყევაზე იზოლაციასა და ანტიფსიქიატრიულ პოლუსებს, ასევე ბიოლოგიურ და სოციალურ მოდელებს შორის; ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების გზაზე დახურული ინსტიტუციებიდან და ფსიქიატრიის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებიდან დღემდე – თანამედროვე, ადამიანის უფლებების დაცვასა და თემზე დაფუძნებულ დაბალანსებულ მიდგომამდე; ამ მიდგომის განხორციელების კონკრეტულ გზებსა და შესაბამის გამოცდილებაზე.

დრო: 14 ნოემბერი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები