ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შეხვედრები სამეცნიერო კაფეში

ილიაუნის სამეცნიერო კაფე ვაკის მედიათეკაში

ღონისძიებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების თანამშრომლობის ფარგლებში 17 ოქტომბრიდან ყოველ ხუთშაბათს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე შემოგთავაზებთ შეხვედრების სერიას.

შეხვედრებზე გექნებათ შესაძლებლობა, კვალიფიციური მეცნიერებისგან მიიღოთ თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია. შეხვედრებს ექნება არა ლექციების, არამედ საუბრის ფორმა. იმისთვის, რომ ჩაერთოთ სამეცნიერო კაფეს აქტივობებში, არ არის საჭირო, იყოთ მეცნიერი ან სიღრმისეულად ერკვეოდეთ სამეცნიერო თემატიკაში.

ილიაუნის სამეცნიერო კაფეს მიზანია, ცნობილი მკვლევრები დავაკავშიროთ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მეცნიერება და აინტერესებთ მათ გარშემო მიმდინარე მოვლენები.

შეხვედრების განრიგი:

  • სამეცნიერო კაფე: "ფარული სამყარო: უხილავი მატერია და ენერგია"

მომხსენებელი: პროფესორი თინათინ კახნიაშვილი

თარიღი: 17 ოქტომბერი, 19:00 საათი

ვრცლადhttps://bit.ly/31heXkI

  • სამეცნიერო კაფე: “უსქესო გამრავლება: ევოლუციური ჩიხი თუ ახალი პერსპექტივა?”

მომხსენებელი: პროფესორი დავით თარხნიშვილი

თარიღი: 24 ოქტომბერი, 19:00 საათი

  • სამეცნიერო კაფე: "ეგზოტიკური ასტრონომიული მოვლენები და მათი როლი კაცობრიობის ისტორიაში"

მომხსენებელი: პროფესორი გიორგი რამიშვილი

თარიღი: 31 ოქტომბერი, 19:00 საათი

  • სამეცნიერო კაფე:  ეპიგრაფიკის კვლევა ციფრული რევოლუციის ხანაში

მომხსენებელი: თამარ კალხიტაშვილი 

თარიღი: 7 ნოემბერი, 19:00 საათი

  • სამეცნიერო კაფე:  როგორ გარდაიქმნა მგელი ძაღლად? მოშინაურების ისტორია და პოპულაციებს შორის კავშირი

მომხსენებელი: ნათია კოპალიანი

თარიღი: 28 ნოემბერი, 19:00 საათი 

  • სამეცნიერო კაფე: ხელოვნური ინტელექტის ეთიკა

მომხსენებელი: ნანა დიხამინჯია 

თარიღი: 12 დეკემბერი, 19:00 საათი

ბანერები