ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მერვე სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობისთვის

ახალი ამბები

2019 წლის 15-16 ნოემბერს კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრში გაიმართება ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის მერვე სამეცნიერო ფორუმი. 

ილიაუნი გაძლევთ შესაძლებლობას გახდეთ ღონისძიების მონაწილე.

გაიარეთ კონკურსი და გახდით საქართველოს წარმომადგენელი მასწავლებელთა ფორუმზე და კლუბების წარმომადგენელი თქვენს რეგიონში.

ფორუმი საშუალებას მოგცემთ ჩაერთოთ არაფორმალური განათლების სხვადასხვა ტრენინგში, გაიცნოთ უცხოელი კოლეგები და გაეცნოთ მათ სამუშაო გამოცდილებას. დაესწროთ საერთაშორისო პარტნიორების შეხვედრებს და შეძლოთ უცხოელ მასწავლებლებთან პროექტების განხილვა და დაგეგმვა.

ვიზიტის დროს დაათვალიერებთ კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრს და გაეცნობით ბევრ საინტერესო სიახლეს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ჩვენს ელექტრონულ მისამართზე Yexclub@iliauni.edu.gePdf -ფორმატში უნდა გამოგზავნოთ:

  • CV 

  • 2018-2019 წლებში განხორციელებულ პროექტთა და აქტივობათა აღწერა 

გაითვალისწინეთ! 

პროექტის ფარგლებში დაფინანსებული იქნება მასწავლებლის ცხოვრებისა და კვების ხარჯები. მონაწილემ თავად უნდა შეიძინოს ავიაბილეთები.

დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა 29 სექტემბერი, 00:00 სთ.

პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში პროექტს ახორციელებს პოლონური ფონდი „ფონდი სკოლა კლასთან“. მისი შინაარსობრივი პარტნიორია კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია. სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA – რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისათვის“.

ბანერები