ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ხელშეწყობა საქართველოში - შეხვედრა პოლონელ პარტნიორებთან.

ახალი ამბები

28 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა ფონდი „ფონდი სკოლა კლასის“ დამფუძნებელ ალიცია პაცევიჩსა და პოლონურ-ამერიკული ფონდის განათლების პროგრამების დირექტორ რადეკ იაშინსკისთან.

შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების განვითარებისთვის საჭირო საკითხების განხილვა და სამომავლო სტრატეგიაზე საუბარი

ფონდის წარმომადგენლებმა ჩაატარეს მასტერკლასი ქსელში გაწევრიანებული მასწავლებლებისთვის.

წელს აღნიშნულ ფონდებთან თანამშრომლობით უკვე გაიმართა რეგიონული ფორუმი. ასევე პოლონელ ტრენერთა დახმარებით 25 მასწავლებლისთვის ჩატარდა სამდღიანი ტრენინგკურსი.

15-დან 19 ნოემბრის ჩათვლით მკვლევართა კლუბების ქსელის რეგიონული ლიდერები გაემგზავრებიან ვარშავაში (პოლონეთი) საერთაშორისო ფორუმზე დასასწრებად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს მეცნიერების პოპულარიზაციის კუთხით და საქართველოში ლიდერია ამ მიმართულებით.

ილიაუნი მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებს შესთავაზებს სემინარებს მოზარდების ხელშეწყობისა და კლუბური მუშაობის დანერგვის მიზნით. უნივერსიტეტი ასევე უზრუნველყოფს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის ყოველწლიური რეგიონული ფორუმებისა და აქტივობების ორგანიზებას. დაიგეგმება დისტანციური კურსები და ადგილობრივ დონეზე ვორკშოპები თუ ტრენინგები.

პროექტი ტარდება პროექტის „ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს პოლონური ფონდი „ფონდი სკოლა კლასთან“. მისი შინაარსობრივი პარტნიორია კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც ამავე დროს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის პროგრამის კოორდინატორია. სტრატეგიული პარტნიორია „პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი“. საქართველოს მხრიდან ლიდერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ–ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ „RITA-რეგიონი გარდამავალ პერიოდში“ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“.

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელში გაწევრიანების მსურველებმა უნდა შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/forms/N1CoRFfLf0pnab3p2 
საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: yexclub@iliauni.edu.ge 

 

ბანერები