ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ვიდეოკონკურსი „ჩემი ექსპერიმენტი“

ახალი ამბები

თუ გინდა, რომ შენი კლუბური მუშაობა ცნობილი გახდეს!

მიეცი სხვებს მაგალითი და დაანახვე, რამდენად საინტერესო და სახალისოა ამკ-ის აქტივობები. 

შეარჩიე ექსპერიმენტი და გადაიღე ვიდეო კლუბის წევრებთან ერთად.

კონკურსში მონაწილეობის ეტაპები:

I ეტაპი – კლუბი ირჩევს სასურველ ექსპერიმენტს, განიხილავს და ამუშავებს მას ვიდეოკონკურსის კრიტერიუმების შესაბამისად.

II ეტაპი კლუბი ხელმძღვანელის დახმარებით გაივლის რეგისტრაციას. აუცილებელია, სარეგისტრაციო ფორმა სრულყოფილად იყოს შევსებული.

სარეგისტრაციო ფორმა  > https://forms.gle/jHZCbJXeicTmKBXH9

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 29.02.2020 

III ეტაპი – გუნდი ელოდება დასტურს რეგისტრაციის წარმატებით გავლის შესახებ.

პასუხის დასტური გამოიგზავნება 06.03.2020

IV ეტაპი  დასტურის შემდეგ კლუბი გზავნის ექსპერიმენტის ვიდეოს ელექტრონულ მისამართზე  yexclub@iliauni.edu.ge .

ვიდეოს გამოგზავნის ბოლო ვადა: 31.03.2020

V ეტაპი სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ გამარჯვებულის გამოვლენა. 13.04.2020

კონკურსის შეფასების კრიტერიუმები და პირობები:

გუნდი

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია იყოთ ახალგზარდა მკვლევართა კლუბების ქსელის წევრი.

გუნდი უნდა შედგებოდეს არა უმეტეს 5 მოსწავლისაგან და ჰყავდეს ხელმძღვანელი, მასწავლებელი. 

მონაწილეთა ასაკი შეზღუდული არ არის.

ექსპერიმეტი 

აუცილებელია აირჩიოთ ისეთი  ექსპერიმენტი, რომელიც აკმაყოფილებს ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ფორმატს და დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები  (აქტივობა იაფი ტექნოლოგიების გამოყენებით, მცირე რესურსით და ნაკლები დანახარჯებით). 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური ვებგვერდი: http://yecsalis.iliauni.edu.ge/

ექსპერიმენტის ასარჩევად შეგიძლიათ გამოიყენოთ:

საბუნებისმეტყველოგანათლებისკვლევითიცენტრის SALiS სასწავლო მასალები და ბმულებიhttps://salis.iliauni.edu.ge/sasargeblo-resursebi/.

(იმ შემთხვევაში თუ არ ხართ SALiS-ის წევრი, გაიარეთ რეგისტრაცია და შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა)

ექსპერიმენტის ასარჩევად შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ჩვენი პარტნიორის   კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრის საიტზე არსებული ამკ-ის ექსპერიმენტებით   https://www.kmo.org.pl/en/polski-scenariusze

(გაითვალისწინეთ, რომ საიტზე მოცემული ექსპერიმენტები  ინგლისურ ენაზეა, თუმცა პირდაპირ აკმაყოფილებს ამკ-ექსპერიმენტის ფორმატს.)

ექსპერიმენტის თემატიკა არ არის შეზღუდული და დამოკიდებულია გუნდის კრეატიულობასა და ინოვაციურ ხედვებზე.

რეგისტრაცია 

მნიშვნელოვანია, რომ სარეგისტრაციო ფორმის ყველა ველი  სწორად იყოს შევსებული. 

მონაწილეთა მონაცემები და ექსპერიმენტის აღწერა უნდა იყოს სრული და დეტალურად დამუშავებული კლუბის მიერ.

გაითვალისწინეთ,  ამკ გუნდი არ აგრძელებს მუშაობას კონკურსისთვის ჩვენგან მონაწილეობის დამადასტურებელი თანხმობის წერილის მიღების გარეშე!

ექსპერიმენტის ვიდეო 

ვიდეო შეძლებისდაგვარად მაღალი რეზოლუციის უნდა იყოს. 

მოსაუბრეთა ხმა უნდა იყოს გარჩევადი (ვიდეო არ გადაიღოთ ხმაურიან ადგილას,  მოსაუბრის ხმა რომ არ დაიფაროს)

ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

ვიდეომასალა უნდა მოიცავდეს:

  • წარდგენას 

    • სკოლის სრული დასახელება (დაასახელეთ რეგიონიც);

    • ახალგაზრდა მკვლევართა კლუბის სახელი.

  • ექსპერიმენტის დასახელებასადა მიზანს;

  • საჭირო მასალების ჩამონათვალს; 

  • ექსპერიმენტის მსვლელობის აღწერას (ვიდეოს განმავლობაში);

  • შედეგების ანალიზს, შედეგის მეცნიერულ ახსნას (ვიდეოს ფინალური ნაწილი);

  • ექსპერიმენტის მსვლელობისას გასათვალისწინებელ უსაფრთხოების კრიტერიუმებს;

  • კვლევითი ექსპერიმენტის შემთხვევაში განსაზღვრეთ დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები.

ვიდეოში მონაწილე პირი შეიძლება იყოს როგორც მთლიანი გუნდი, ასევე მხოლოდ ერთი წევრი. თუმცა მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მოსწავლეებს. 

თითოეულ კლუბს/გუნდს შეუძლია გამოგზავნოს რამდენიმე ექსპერიმენტი, გაითვალისწინეთ, რომ თითოეული ექსპერიმენტის დასარეგისტრირებლად აუცილებელია შეავსოთ ცალკე სარეგისტრაციო ფორმა.

შეფასების სისტება 

თითოეული კრიტერიუმი ფასდება 10 ქულით.

მაქსიმალური ქულა 50

წინასწარი გადარჩევა:

  • გამართული სარეგისტრაციო ფორმა

  • ვიდეოს ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობა

შინაარსობრივი შეფასება:

  • ექსპერიმენტის შესაბამისობა ამკ-ის ფორმატთან;

  • ვიდეოში დაცული სტანდარტები;

  • გუნდის კრეატიულობა; 

  • ექსპერიმენტის ინოვაციურობა.

  • სამეცნიერო საიმედოობა

მნიშვნელოვანი თარიღები:

რეგისტრაციის ბოლო ვადა – 29.02.2020 

პასუხის დასტური გამოიგზავნება – 06.03.2020

ვიდეოს გამოგზავნის ბოლო ვადა – 31.03.2020

გამარჯვებული გამოვლინდება – 13.04.2020

პროექტის მონაწილეები, რომლებიც გაივლიან კონკურსის სამ ეტაპს, მიიღებენ სერტიფიკატს.

გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება შესაბამისი სერტიფიკატით და საჩუქრად გადაეცემა პატარა ციფრული მიკროსკოპი. გამარჯვებული კლუბისთვის დაიგეგმება ექსკურსია ექსპერიმენტორიუმში და ვიზიტი ილიაუნის SALiS ლაბორატორიაში. 

ვიდეოები, რომლებიც დააკმაყოფილებს კონკურსის სტანდარტს, აიტვირთება ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდებზე.

უნივერსიტეტი იტოვებს ვიდეოების მონტაჟისა და მათზე პარტნიორების ლოგოების განთავსების უფლებას.

თუ გსურთ კონკურსში მონაწილეობა, მაგრამ არ ხართ ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელის (ამკ) წევრი, ეწვიეთ ჩვენს საიტს და შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა :www.yecsalis.iliauni.edu.ge


საკონტაქტო ინფორმაცია:

საკონტაქტო პირები: ნატო სამხარაძე, ნინო აღაჯანაშვილი

ტელ.: 577 96 25 10; 577 07 60 97

ბანერები