ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ილიაუნის ხელოვნების კლუბი ποίησις/poíēsis

ილიაუნის ხელოვნების კლუბი ποίησις/poíēsis

ხელოვნების კლუბი ποίησις/poíēsis ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც ყოველ ოთხშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში მოეწყობა შეხვედრები ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

შეხვედრები, თემატიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ფორმატით გაიმართება – შესაძლებლობა გექნებათ, მოუსმინოთ საინტერესო მოხსენებებს, ხელოვანები გაგაცნობენ საკუთარ შემოქმედებას, გაგიზიარებენ გამოცდილებას, ისაუბრებენ ხელოვნებაში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

[email protected]
(+995 32) 222 00 09 (352)

ბანერები