ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩემი მწერალი

ჩემი მწერალი

"ილიაუნის მწერალი" ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი პროექტია, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი ყოველწლიურად მოიწვევს მწერლებს, რომლებიც სტუდენტებს მხატვრული ლიტერატურისა და შემოქმედებითი წერის საფუძვლებს აზიარებენ.

პროექტის ფარგლებში, 2014-2015 სასწავლო წელს ქეთი დევდარიანი, სცენარისტი, სტუდენტებს ასწავლის შემოქმედებით წერას. მწერალი, ფილოლოგი და მთარგმნელი ლევან ბერძენიშვილი კი წიგნის სახლ ”ლიგამუსში“ ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე კითხულობს საჯარო ლექციებს ევროპული ეპოსისა და დრამის ისტორიის შესახებ. ლექციებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

ბანერები