ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება

პროგრამის მიზანია:

  • შეასწავლოს სტუდენტებს აკადემიური ხატვა და ფერწერა, როგორც სახვითი ხელოვნების ფუნდამენტური დარგები და ამასთან ნებისმიერი გამოყენებითი ხელოვნების დარგის შესწავლისთვის აუცილებელი საფუძველი. გააცნოს მათ სხვადასხვა სახატავი და ფერწერული მასალის (ფანქარი, ნახშირი, სოუსი, სანგინა, აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებანი, ამ მასალებით მუშაობის ხერხები, ფერწერული და გრაფიკული კომპოზიციის საფუძვლები.
  • შეასწავლოს სტუდენტებს სახვითი ან გამოყენებითი ხელოვნების ერთი, ან რამდენიმე დარგის ზოგადი მახასიათებლები, მისი სპეციფიკა (შერჩევით), გაარკვიოს ისინი შერჩეული დარგისთვის დამახასიათებელ კომპოზიციურ თავისებურებებში, შესაბამისი მასალებით მუშაობის ტექნოლოგიასა და ტექნიკაში.
  • განავითაროს სტუდენტის შემოქმედებითი / პრაქტიკული უნარები, და ესთეტიკური გემოვნება, გაზარდოს მისი მხატვრული ოსტატობა.

პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულმა:

  • იცის აკადემიური ხატვის ძირითადი კანონები (კონსტრუქციული და პლასტიკური), ხატვის თეორიული და პრაქტიკული ელემენტები, ფორმის აგების ლოგიკა და სივრცის ორგანიზების ძირითადი პრინციპები, სახატავი მასალების მახასიათებლები და ტექნოლოგიური თავისებურებები;
  • იცის კოლორისტული ფერწერის ძირითადი კანონები (ფერი, ტონი, კოლორიტი, განათება), ფერწერული მასალების (აკვარელი, გუაში, ტემპერა, ზეთი) ტექნოლოგიური თავისებურებები.

მიმართულება კომპიუტერული დიზაინი და დაზგური გრაფიკა 

  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს გრაფიკულ და ვექტორულ პროგრამებში (CorelDRAW, Adobe Illustrator, Adobe Photoshop, Adobe Indesign Adobe Flash) მუშაობა; სხვადასხვა ტიპის სირთულის კომპოზიციის შესრულება აღნიშნული კომპიუტერული პროგრამებით;
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწვლოს შავ-თეთრი და ფერადი ლინოგრავიურის, მუყაოზე გრავიურის, ოფორტის (მშრალი ნემსი, მოწამლული შტრიხი, აკვატინტა, მეცო-ტინტო) შესრულება ესკიზის შესაბამისად;
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს სხვადასხვა ტიპისა და სახეობის პლაკატისა და წიგნის გრაფიკის შესრულება შესაბამისი ქართული ან ლათინური შრიფტის გარნიტურის გამოყენებით.

მიმართულება ინტერიერისა და ექსტერიერის მონუმენტური მოხატვა, კერამიკა და მხატვრული მინის დიზაინი 

  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ესკიზის შესრულება მონუმენტური მოხატვის კომპოზიციის სპეციფიკური პრინციპების დაცვით; მონუმენტური მოხატვისათვის საჭირო მასალებით (ტემპერა, მოზაიკა, შამოთი) სხვადასხვა ტიპის ნამუშვრის შესრულება;
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ესკიზის შესრულება კერამიკის ხელოვნების სპეციფიკური კომპოზიციური კანონების (სივრცობრივი აზროვნება, ფუნქციური და კონსტრუქციული გადაწყვეტის ერთიანობა, მასალა და სხვ.) გათვალისწინებით; ესკიზის შესაბამისი მაკეტის შესრულება და მზა ნამუშევრის შექმნა გამოწვით;
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს მხატვრული მინის დიზაინის შემდეგი სახეობებისთვის - ტიხარი მინაში, მინის დეკორატიული პანო, მინის დეკორატიული ქანდაკებისა და ტიფანის ტექნიკით შესრულებული ნამუშევრისთვის ესკიზის შესრულება მხატვრული მინის ამ სახეობების კომპოზიციური თავისებურებების გათვალისწინებით; ნამუშევრის შესრულება მასალაში ტექნოლოგიური პროცესების თავისებურებებისა და წარმოების რეჟიმის დაცვით; 
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის კომპოზიციის შესრულება სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში ArchiCAD აგების პრინციპებისა და ინტერიერისა და ექსტერიერისთვის დამახასიათებელი დეტალების გამოყენებით.

მიმართულება მოდის, მხატვრული ტექსტილისა და ფეხსაცმლის დიზაინი 

  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ტანსაცმლის სხვადასხვა ტიპის საკოლექციო ანსამბლის ესკიზირება და შესაბამის მასალაში შესრულება კონსტრუირების საფუძვლების ტრადიციული ხერხების გამოყენებით
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ფეხსაცმლის დიზაინის სხვადასხვა სახეობისთვის ესკიზის შემუშავებ, კონსტრუქციის (თარგის) შემუშავება და მოდელის მასალაში შესრულება
  • პროგრამის მიზანია სტუდენტს შეასწავლოს მხატვრული ტექსტილის დიზაინის სხვადასხვა სახეობის (ბატიკა, თექა, გობელენი, ხალიჩა) ნამუშევრისთვის ესკიზის შესრულება და მხატვრული ტექსტილის სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის პრაქტიკულად შესრულება ტექნოლოგიური თავისებურებების დაცვით.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები