ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

პროგრამის მიზანია, მოამზადოს საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი, რომელიც გაითვალისწინებს მოსწავლის ფიზიკურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებს და ასაკის შესაფერის ინტერესებს; შეძლებს ინფორმაციის დაგროვებასა და მოპოვებას, სწავლების ოპტიმალური გზის მოსწავლესთან ერთად შერჩევას; ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ ცოდნის ოდენობაზე, არამედ ხარისხზე; შეძლებს სასწავლო გარემოს შექმნას საკლასო ოთახსა და სკოლაში; მონაწილეობას მიიღებს სკოლაში სწავლების გაუმჯობესებაში, შეძლებს თეორიის ინტეგრაციას სამასწავლებლო პრაქტიკაში და გამოცდილების ანალიზს.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე კონცენტრაციის შემთხვევაში, კურსდამთავრებულს აქვს:

  • მოსწავლეებისათვის სწავლის ისეთი გამოცდილებების შექმნის უნარი, რომელიც მათ  საგნის არსის გააზრებაში დაეხმარება;
  • საქართველოს საგანმანათლებლო პოლიტიკის, სტრუქტურის, მიზნების, მთავარი სამართლებლივი აქტების გააზრების უნარი;
  • წარმოდგენა მასწავლებელის პროფესიაში შესვლის საფეხურების მოთხოვნებისა და პროცედურების (მაძიებლობა, სერტიფიცირება) შესახებ;
  • წარმოდგენა ასაკობრივი ფსიქოლოგიის ძირითადი საკითხების შესახებ;
  • განათლების თეორიებისა და მეთოდების ცოდნა; შეუძლია ისეთი სასწავლო გარემოსა და სასწავლო შესაძლებლობების შეთავაზება, რაც ხელს უწყობს მოსწავლის ინტელექტუალურ, სოციალურ და პიროვნულ განვითარებას;
  • სასწავლო სტრატეგიების სწავლის პროცესში გამოყენების უნარი, რათა  წაახალისოს მოსწავლის უნარ-ჩვევების განვითარება კრიტიკულ აზროვნებაში, პრობლების გადაჭრასა და პრეზენტაციაში.

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები