ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ახალი ენტომოპათოგენური ნემატოდა საქართველოდან

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარმა ოლეგ გორგაძემ საქართველოში გამოავლინა  და აღწერა მეცნიერებისთვის დღემდე უცნობი ენტომოპათოგენური ნემატოდის Steinernema borjomiense n. sp. (Rhabditida:  Steinernematidae) ახალი სახეობა. აღნიშნული ჯგუფის წარმომადგენლები ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ენტომოპათოგენურ ნემატოდებად განიხილებიან მავნე მწერების ბიოკონტროლში.

ნემატოდის ახალი სახეობა მოპოვებულია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მკვდარი მარტორქა ხოჭოს Oryctes nasicornis-ის (Coleoptera: Scarabaeidae) სხეულიდან.

ოლეგ გორგაძემ ახალი სახეობის   ნემატოდის - Steinernema borjomiense n. sp. მორფოლოგიური და მორფომეტრული შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ სისტემატიკური თვალსაზრისით იგი მიეკუთვნება ''montikolum-ის -ჯგუფის'' ნემატოდებს.

ახალი სახეობის ინფექციური ლარვა აღნიშნული ჯგუფის ინფექციური ლარვებიდან  ყველაზე ახლოს დგას S. schliemanni-ის სახეობასთან;  მისგან განსხვავდება კუდის სიგრძით,  c და  E%-ის ინდექსებით. ახალი სახეობის მამრი S. schliemanni-ის სახეობისაგან განსხვავდება სპიკულის სიგრძით, ექსკრეტორული ხვრელის სიგრძითა და GS%-ის ინდექსით. 

 S. borjomiense n. sp.- ის  გენეტიკური კვლევა ჩატარებული იქნა იტალიაში (ქალაქი ბარი) სამ რიბოსომულ (The ITS, the D2-D3 expansion domains and the 18S rRNA gene) და მიტოქონდრიალურ (COI) გენზე.

ფილოგენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ S. borjomiense n. sp. განსხვავდება Steinernema-ს გვარის ყველა სხვა ცნობილი სახეობისგან და განეკუთვნება ''monticolum-ის ჯგუფს''

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები