ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა

საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა

სამეცნიერო ფორუმები

21st Meeting of the Advisory Committee, of UNEP/EUROBATS
ხერხემლიან ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითმა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო ევრობეთის ყოველწლიურ 21-ე სკონსულტაციო სამუშაო შეხვედრაში, რომელზეც განიხილეს ხელფრთიანთა კონსერვაციასთან დაკავშირებული საკითხები - 21st Meeting of the Advisory Committee, of UNEP/EUROBATS (Agreement on the Conservation of Populations of European Bats) Zandvoort, the Netherlands, 18 – 20 April 2016 

23rd International Conference on Subterranean Biology
უხერხემლო ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი, შალვა ბარჯაძე, 13-17 ივნისს იმყოფებოდა ფეიეტვილში (არკანზასი, აშშ), სადაც მონაწილეობა მიიღო მიწისქვეშა ბიოლოგიისადმი მიძღვნილ 23-ე საერთაშორისო კონფერენციაში და წაიკითხა მოხსენება Plutomurus გვარის საქართველოს მღვიმეებში მცხოვრები სახეობების ტაქსონომიის შესახებ.

აღნიშნული მოხსენება გამოქვეყნებულია კონფერენციის აბსტრაქტების კრებულში: Barjadze Sh., Baquero E., Soto-Adames F., Giordano R., Jordana R. 2016. Character systems and criteria for species diagnosis in Plutomurus (Collembola, Tomoceridae), with description  of two new species from Georgian caves (Caucasus). Abstract book of 23rd International Conference on Subterranean Biology, Fayetteville, Arkansas, USA, p. 3

17th International Bat Research Conference
ხერხემლიან ცხოველთა შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ჯგუფის თანამშრომლის, იოსებ ნატრაძის მონაწილეობით, სამხრეთ აფრიკის ქ. დურბანში  31 ივლისიდან 5 აგვისტომდე შედგა ხელფრთიანთა კვლევის მე-17 საერთაშორისო კონფერენცია, რომელზეც წარდგენილი იყო და გამოქვეყნდა აბსტრაქტები:

1. Ioseb Natradze, S. Gazaryan, A. Bukhnikashvili, A. Kandaurov, Lela Urushadze, D. Putkaradze. Challenges of bat research and conservation in Georgia. 174p. IBRC Programme. 17th International Bat Research Conference, 31st July – 5th August 2016, Durban, SOUTH AFRICA

2. Davit Putkaradze, Lela Urushadze, A Velasco-Villa, Ioseb Natradze, Paata Imnadze. Approaches for sampling and diversity of bats during a survey for emerging zoonotic pathogens in Georgia. 177p. IBRC Programme.17th International Bat Research Conference, 31st July – 5th August 2016, Durban, SOUTH AFRICA

3. Lela Urushadze, George Babuadze, M. Kosoy, A. Velasco-Villa, I. Kuzmin, I. Natradze, D. Putkaradze, P. Imnadze. Overview of disease ecology in Georgian bats. 185p. IBRC Programme.17th International Bat Research Conference, 31st July – 5th August 2016, Durban, SOUTH AFRICA

კარიოსისტემატიკისა და ბიოქიმიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის თანამშრომლებმა, ნ. ბახტაძემ (მკვლევარი, სამეცნიერო ერთეულის ხელმძღვანელი) და ნ. ჩაკვეტაძემ (ასისტენტ-მკვლევარი), მონაწილეობა მიიღეს ორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების მუშაობაში, კერძოდ:

  1. უხერხემლო ცხოველთა კარიოსისტემატიკის VI საერთაშორისო კონფერენცია (27-30 აგვისტო, 2016, სარატოვი, რუსეთი)
  2. „გრიგორ ანტიპას“ მუზეუმის მე-7 საერთაშორი­სო ზოოლოგიური კონგრესი (18-21 ნოემბერი, 2015, ბუქარესტი, რუმინეთი)

ღონისძიებებზე დემონსტრირებული იქნა სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის მიმდინარე ქვეპროექტის - საქართველოს ხმელეთის მოლუსკების კარიოსისტემატიკური კვლევა“ - შედეგების საფუძველზე მომზადებული პოსტერები. აბსტრაქტები გამოქვეყნდა კონგრესისა და კონფერენციის მასალების კრებულებში:

Bakhtadze N.G., Chakvetadze N.L., Mumladze L.J., Bakhtadze G.I., Tskhadaia E.A. Chromosome studies of some Georgian terrestrial molluscs (Mollusca: Gastropoda: Pulmonata).  7th International Zoological Congress of “Grigore Antipa” Museum, 18-21 November 2015, Bucharest, Romania.  Book of  abstracts, Bucharest, 2015, p.148 (241 p).

Bakhtadze N. G., Chakvetadze N. L., BakhtadzeG. I., Mumladze L. J., Tskhadaia E. A.  Chromosome numbers of terrestrial mollusks (Mollusca, Gastropoda) of Georgia. VI International Conference on the Karyosystematics of the Invertebrates, 27-30 August, 2016, Saratov, Russia. Materials of Conference, Saratov, 2016, p. 10 (91 p)

2016 წლის 1-10 სექტემბერს იოსებ ნატრაძე მონაწილეობდა აშშ-ში გამართულ ბუნების დაცვის  მსოფლიო კონგრესის (IUCN) მუშაობაში. World Conservation Congress, 1-10 September 2016, Hawaii, USA.  

წყალჭარბი ტერიტორიების მესამე საერთაშორისო კონფერენცია

ჰიდრობიოლოგიისა და იქთიოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა, ბელა ჯაფოშვილმა, წარადგინა მოხსენება: „წყლის მწერების მრავალფეროვნება და სიმჭიდროვე სამხრეთ საქართველოს 5 მნიშვნელოვან ტბაში“ (ავტორები: ბ. ჯაფოშვილი, ჟ. შუბითიძე, ა. ბიკაშვილი, ს. გაბელაშვილი, ლ. მუმლაძე). წყლის რესურსების და წყალჭარბი ტერიტორიების მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე (რუმინეთი, ქ. ტულჩა, 8-11 სექტემბერი,  2016).  კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ლაბორატორიის ასისტენტ-მკვლევარმაც ანი ბიკაშვილმა.

იტალიის ნემატოლოგიური საზოგადოების მეთორმეტე ეროვნული შეხვედრა

2016 წლის 26-28 სექტემბერს, იტალიის ქალაქ ბარში გაიმართა იტალიის ნემატოლოგიური საზოგადოების მეთორმეტე ეროვნული შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ ზოოლოგიის ინსტიტუტის დოქტორები, ოლეგ გორგაძე და მანანა ლორთქიფანიძე.

ღონისძიების შრომების კრებულში გამოქვეყნდა აბსტრაქტი: Use of entomopathogenic nematodes for the control of Beet Moth Scrobipalpa ocellatella (Boyd). აღნიშნული ვიზიტი დაფინანსდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ - პროექტის: „Characterization and potential use of endogenous entomopathogenic nematodes in Georgia and Italy“, N 04/23 - ფარგლებში.

საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია  და საზოგადოება გარემოს დაცვის საქმეში“

2016 წლის 7–10 ოქტომბერს, ქ. უჟგოროდში (დასავლეთი უკრაინა) შედგა საერთაშორისო კონფერენცია „რელიგია და საზოგადოება გარემოს დაცვის საქმეში“. კონფერენცია ჩატარდა ამავე სახელწოდების საერთაშორისო პროექტის ფარგლებში, რომლის ინიციატორია გერმანიის გარემოს დაცვის კავშირი (NABU) და ქ. უჟგოროდის ნაციონალური უნივერსიტეტის ეკოლოგიურ-რელიგიური კვლევების ინსტიტუტი. პროექტს აფინანსებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო NABU-ს საერთაშორისო პროექტის მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, გია ქაჯაია. მისი გამოსვლა ეხებოდა ეკოლოგიის რელიგიურ საფუძვლებს და მის ასახვას თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემაში. მომხსენებელმა გააშუქა ეკოლოგიური სწავლების თავისებურებები საქართველოს და საზღვარგარეთის სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში; შეეხო თბილისში ჩატარებულ მთავრობათაშორის კონფერენციას გარემოსდაცვითი განათლების დარგში და მასთან დაკავშირებულ „თბილისის დეკლარაციას“, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა.

კონფერენციის დასკვნით ეტაპზე შემუშავდა მნიშვნელოვანი დოკუმენტი - უჟგოროდის დეკლარაცია”, რომელიც დაეგზავნა საერთაშორისო გარემოს დაცვით ორგანიზაციებს, ევროპის რიგი ქვეყნების გარემოს დაცვის, ეკოლოგიის და განათლების სამინისტროებს. კონფერენციის მონაწილეთა სახელით აღიძრა შუამდგომლობა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე პროექტის გაგრძელების თაობაზე მომავალ წლებში.

საერთაშორისო კონფერენცია „The Food Factor I Barcelona“

2016 წლის 2-4 ნოემბერს, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ჩატარდა საკვების უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი I საერთაშორისო კონფერენცია „The Food Factor I Barcelona Conference“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა: ნემატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ეკა ცქიტიშვილმა;  ენტომოპათოგენების შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის მკვლევარმა, მზია კოხიამ და კარიოსისტემატიკისა და ბიოქიმიის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის მკვლევარმა, ედიშერ ცხადაიამ. მათ კონფერენციაზე წარადგინეს ორი პრეზენტაცია: „ვერმიტექნოლოგიები მოსავლიანობის გასაუმჯობესებლად“ და ”ფიტოპარაზიტული ნემატოდების გავრცელება წლკის რაიონის  კარტოფილის მინდვრებში”.

წარდგენილი აბსტრაქტები გამოქვეყნდა კონფერენციის მასალების კრებულში:

1.  Mzia Kokhia, Edisher Tskhadaia. 2016. Vermicomposting for Crop Increase. The Food Factor I Barcelona Conference, Established, Emerging & Exploratory Food Science and Technology p. 310, http:// www.foodfactor.org

2. E. Tskitishvili, L. Jgenti, E. Buchukuri, N. Bagaturia, T. Tskitishvili, I. Eliava and M. Gigolashvili. 2016. Prevalance of Plant Parasitic Nematodes on Potato Fields in Tsalka (Eastern Georgia). The Food Factor I Barcelona Conference, Established, Emerging & Exploratory Food Science and Technology p. 304, http:// www.foodfactor.org

საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის ეკოსისტემა: წარსული აწმყო და მომავალი“

ბელა ჯაფოშვილმა წარადგინა მოხსენება:  „ფარავნის და საღამოს ტბების იქთიოფაუნა: განახლებული შეფასება“ (ავტორები: ბ. ჯაფოშვილი, თ. ყულჯანიშვილი, ლ. მუმლაძე) აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე „კავკასიის ეკოსისტემა: წარსული აწმყო და მომავალი“ (აზერბაიჯანი, ქ. ბაქო, 23-24 ნოემბერი, 2016).

12th European Multicolloquim of Parasitology, Turcu, Finland, 2016
პარაზიტოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის ასისტენტ-მკვლევარმა ლელა არაბულმა მონაწილეობა მიიღო პარაზიტოლოგიის მე-12 ევროპულ მულტიკოლოქვიუმში, რომელიც გაიმართა 2016 წლის 20-24 ივლისს ტურკუში, ფინეთში და ლალი მურვანიძესთან, ქეთევან ნიკოლაიშვილთან და ციცინო ლომიძესთან თანაავტორობით წარმოადგინა პრეზენტაცია: Larval Helminthes of Land Snails Family Clausiliidae (Gastropoda: Pulmonata) from West Georgia

კარიოსის თემატიკის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფი მონაწილეობდა 4 საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში

კარიოსის თემატიკის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფის თანამშრომლებმა – ნ. ბახტაძემ (მკვლევარი, სამეცნიერო ერთეულის ხელმძღვანელი), ნ. ჩაკვეტაძემ  და  ნ. გაბროშვილმა (ასისტენტ-მკვლევრები) მონაწილეობა მიიღეს ოთხი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების მუშაობაში, კერძოდ:

  1. გრიგორ ანტიპას მუზეუმის მე-9 საერთაშორი­სო ზოოლოგიური კონგრესი (22-25 ნოემბერი, 2017, ბუქარესტი, რუმინეთი);
  2. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია «Biological diversity and conservation problems of the fauna -3», 27-29 სექტემბერი, 2017, ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა;
  3. მალაკოლოგიურ საზოგადოებათა VIII ევროპული კონგრესი,10-14 სექტემბერი, 2017, კრაკოვი, პოლონეთი;
  4. IOBC-WPRS   სამუშაო ჯგუფის მე-16 შეხვედრა , «Microbial and Nematode Control of Invertebrate Pests»,11-15 ივნისი, 2017, თბილისი, საქართველო.

ღონისძიებებზე წარმოადგინეს ზოოლოგიის ინსტიტუტის მიმდინარე პროექტის –„საქართველოს ბუნებრივი და აგროეკოსისტემების ცხოველთა მრავალფეროვნება, მონიტორინგი, ბიოკონტროლი“ – შედეგების საფუძველზე მომზადებული პოსტერები. აბსტრაქტები გამოქვეყნდა კონგრესისა და კონფერენციის მასალების კრებულებში:

Gabroshvili N., Bakhtadze N.G., Chakvetadze N.L., Bakhtadze G.I., Tskhadaia E.A. Karyological investigation of terrestrial molluscs (Mollusca: Gastropoda) from Georgia. 9th International Zoological Congress of “GrigoreAntipa” Museum, 22-25 November 2017, Bucharest, Romania. Book of abstracts, Bucharest, 2017, p.100 (185 p).

Bakhtadze N.G., Chakvetadze N.L., Mumladze L.J., Tskhadaia E.A., GabroshviliN.Sh. Chromosome studies of terrestrial molluscs (Mollusca: Gastropoda) from Georgia. International Scientific Conference «Biological diversity and conservation problems of the fauna-3», September 27-29, 2017, Yerevan, Armenia. Proceedings of the Conference, Yerevan, 2017, p. 37-38 (386 p).

Bakhtadze N.G., Chakvetadze N.L., Mumladze L.J., Bakhtadze G.I., Tskhadaia E.A.Chromosome numbers of families of Georgian terrestrial molluscs (Mollusca: Gastropoda). 8th European Congress of Malacological Societies, 10-14 September 2017, Kraków, Poland. Book of abstracts,Kraków, 2017, p.141 (156 p).

Lortkipanidze M., Gorgadze O., BabayevV., Nwolisa N., Gabroshvili N.Susceptibility of the cutworm, Agrotis segetum (Lepidoptera: Noctuidae) to entomopathogenic nematodes.


საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა:

  1. ა. აბულაძემ, გ. ედიშერაშვილმა, მ. კოხიამ - მონაწილეობა მიიღეს ევროპულ მობუდარ ფრინველთა ატლასის შედგენაში; 
  2. ა. აბულაძემ, ა. ბუხნიკაშვილმა, გ. ედიშერაშვილმა, ა. კანდაუროვმა, ი. ნატრაძემ და გ. შეყლაშვილმა - მონაწილეობა მიიღეს საერთშორისო პროექტში „ამიერკავკასიური რუხი წეროს მიგრაციების, თანამედროვე მდგომარეობისა და ტაქსონომიური სტატუსის სესწავლა, მისი დაცვის მიზნით“ (International Conservation of the isolated Transcaucasian Eurasian Crane (Grus grus archibaldi)) - მონაწილე ქვეყნები: გერმანია, თურქეთი, რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო, სომხეთი;
  3. ი. ნატერაძემ მონაწილეობა მიიღო - ევროპის ხელფრთაიანთა პოპულაციების დაცვის ორგანიზაციის მუშაობაში - 22nd Meeting of the Advisory Committee, of UNEP/EUROBATS (Agreement on the Conservation of Populations of European Bats) Belgrad, Serbia, 27-29 March 2017
  4. ი. ნატერაძემ მონაწილეობა მიიღო - 5th International Bat Meeting, Berlin, Germany, 24-26 February 2017;
  5. ი. ნატერაძემ მონაწილეობა მიიღო - 14th European Bat Research Symposium, Donostia, Spain, 1-5 August 2017;
  6. ა. ბუხნიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო - 14th European Bat Research Symposium, Donostia, Spain, 1-5 August 2017;
  7. ა. ბუხნიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო - ეროვნულ სამუშაო შეხვედრაში საქართველოს დაცული ტერიტორიების მმართველობის შეფასება (National Governance Assessment Workshop of Protected and Conserved areas in Georgia) (IUCN) თბილისი, 24-26 ოქტომბერი, 2017 წ; 
  8. ა. აბულაძემ მონაწილეობა მიიღო - 4th International Conference on the Peregrine Falcon (Falco peregrinus), Budapest, Hungary, 27 Sep – 1 Oct 2017;
  9. ა. აბულაძემ მონაწილეობა მიიღო - International Conference on the Lesser Spotted (Aquilla pomarina) Eagle, Burgas, Bulgaria, 11-14 October 2017;
  10. ა. აბულაძემ მონაწილეობა მიიღო - EBBA2/MAVA evaluation workshop European Breeding Bird Atlas 2 Evaluation Workshop, Zagreb, Croatia, 3-7 December;
  11. ა. აბულაძემ მონაწილეობა მიიღო - ეკოლოგიური ტრენინგების ჩატარება აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის კოლეჯების სტუდენტებისათვის. მალტა, 28 მარტი-4 აპრილი.
  12. ცქიტიშვილი ეკა - ლექციების კურსი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
  13. შემოდგომის სემესტრი - კონსერვაციული ბიოოლოგია (საბაკალავრო კურსი)
  14. გაზაფხული სემესტრი - ეკოლოგია და გარემოს დაცვა (საბაკალავრო კურსი)
  15. თსუ, ბიოლოგიის ფაკულტეტის, წონასწორობის ორგანოს ფუნქციონირება ნორმაში და გრავიტაციული ველის პირობებში შემსწავლელ სამეცნირო ჯგუფს გაეწია კონსულტა¬ცია, მეთოდური და ტექნიკური დახმარება: მოლუსკების წონასწორობის და სმენის აპარატის პრეპარირება, ჰისტოლოგიური პრეპარატების დამზადება.
ბანერები