ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევრების თანაავტორობით მომზადებული კრებული გერმანიაში გამოიცა

ახალი ამბები

თამარ ცოფურაშვილისა და თომას გუტმანის მიერ მომზადებული კრებული "Menschenrechte und Menschenwürde im kulturellen Kontext" („ადამიანის უფლებები და ღირსება კულტურულ კონტექსტში") გერმანიაში მენტის/ბრილის გამომცემლობაში გამოვიდა. კრებული წარმოადგენს გერმანულ-ქართული წელიწდეულების სერიის პირველ ტომს. სერიის რედაქტორები არიან გიგა ზედანია და მიხაელ კვანტე.

კრებულში შესულია ხუთი ქართველი (ელენე ლადარიას, თამარ ცოფურაშვილის, ნინო როდონაიას, ზურაბ ჭიაბერაშვილის, თამარ ცხადაძის) და ხუთი გერმანელი ავტორის სტატიები, მათ შორის გერმანული იდეალიზმისა და პრაქტიკული ფილოსოფიის უდიდესი თანამედროვე მკვლევრის, ლუდვი ზიპის პუბლიკაცია.

იხ. ინფორმაცია ბმულზე: https://bit.ly/3isfdJY

2021 წელი

ბანერები