ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიშელ ფუკოს წიგნის „შეშლილობის ისტორია კლასიკურ ხანაში“ ქართული თარგმანის ონლაინპრეზენტაცია

ღონისძიებები

14 ივნისს, 20:00 საათზე, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი გამართავს მიშელ ფუკოს წიგნის „შეშლილობის ისტორია კლასიკურ ხანაში“ ქართული თარგმანის ონლაინპრეზენტაციას.

„შეშლილობის ისტორია კლასიკურ ხანაში" არის კვლევა, რომელიც იწყება სიგიჟის ფენომენის აღწერით გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში, როცა შეშლილებს ჯერ კიდევ შეეძლოთ ეცხოვრათ ჩვეულებრივი მოქალაქეების გვერდით, და გვიჩვენებს, შემდეგ ისინი ნელ-ნელა როგორ გამოკეტეს და გამიჯნეს მთელი კაცობრიობისაგან.

პრეზენტაციის მომხსენებლები არიან გამოცემის მთარგმნელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი თათია კეკელია, და გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ ბერეკაშვილი.

მსურველებს შეუძლიათ ონლაინპრეზენტაცია იხილონ სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ფეისბუქ გვერდზე.

პუბლიკაციები იხილეთ ვრცლად ბმულზე:  https://bit.ly/3cqZvuO

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები