ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბიოეთიკაში ქართულ-გერმანული პროექტის ფარგლებში, პირველი ვორკშოპი ჩატარდა

2016 წლის 24-25 ნოემბერს ჩატარდა პირველი ვორკშოპი ბიოეთიკაში ქართულ-გერმანული პროექტის - „ინსტიტუციონალური თანამშრომლობის კვლევა და განხორციელება სამედიცინო ეთიკასა და სიცოცხლის მეცნიერებებში საქართველოსთან პარტნიორობით“ (Deutsch-Georgisches Bioethik-Projekt: Exploration und Realisierung einer institutionellen Kooperation im Bereich der Ethik der Medizin und der Lebenswissenschaften mit Partnern in Georgien) - ფარგლებში.

ვორკშოპის პირველი დღე დაეთმო გამოყენებითი ეთიკისა და ბიოეთიკის, ხოლო მეორე - კვლევის ეთიკის საკითხებს. ვორკშოპი ინტერდისციპლინური იყო და სხვადასხვა დისციპლინის 20 წარმომადგენელი ესწრებოდა.

პირველი ვორკშოპის გერმანელი მომხსენებლები იყვნენ:

  • პროფ. დოქტ. თომას გუტმანი (Prof. Dr.Thomas Gutmann) - ცენტრის სპიკერი
  • დოქტ. ანდრეას მიულერი (Dr. Andreas Müller)
  • დოქტ. იან-ოლე რაიხჰარდტი (Dr. Jan-Ole Reichhardt)
  • დოქტ. სიმონ დერპმანი (Dr. Simon Derpmann)

პირველი ვორკშოპის ქართველი მომხსენებლები იყვნენ:

  • ასოც. პროფ. დოქტ. ქეთევან გურჩიანი
  • ასოც. პროფ. დოქტ. ნინო როდონაია
  • პროფ. დოქტ. თამარ ცოფურაშვილი
  • ასოც. პროფ. დოქტ. მაკა ლაშხია
  • ასოც. პროფ. დოქტ. ლევან გიგინეიშვილი
  • დოქტორანტი ელენე გავაშელიშვილი

ვორკშოპის ორგანიზატორები იყვნენ:

  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრი
  • სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი
  • მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტის ბიოეთიკის ცენტრი, სამედიცინო ეთიკასა და ბიოპოლიტაკაში ნორმების დადგენის მკვლევართა ჯგუფი

ვორკშოპს მხარს უჭერს და აფინანსებს: გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტი.

ბანერები