ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ახალი გამოცემა – „ნეოპლატონიზმი: მოძღვრება და მისი რეცეფცია“

სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა გამოსცა კრებული „ნეოპლატონიზმი: მოძღვრება და მისი რეცეფცია". კრებულის ედიტორია თამარ ცოფურაშვილი.
მასში ძირითადად თავმოყრილია ის მოხსენებები, რომლებიც იოანე პეტრიწის საფილოსოფიო საზოგადოების - საქართველოში დაარსებული პირველი სამეცნიერო საფილოსოფიო საზოგადოების -100 წლისთავს მიეძღვნა. ეს საზოგადოება ატარებდა პეტრიწის სახელს, ამიტომ თემატიკაც დაკავშირებულია ნეოპლატონიზმის მოძღვრებასა და მის რეცეფციასთან.

კრებული ეძღვნება გურამ თევზაძის ხსოვნას.

კრებული აერთიანებს შემდეგ სტატიებს:

  • მალხაზ მაცაბერიძე, „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოების დაფუძნება (1918 წლის 26 მაისი)";
  • ანა ქირია, „თვითერთის პროკლესეული კონცეფცია";
  • თამარ ხუბულავა, „ღვთიური ნათება ჩვენში პროკლეს პლატონური თეოლოგიის მიხედვით";
  • მაკა ლაშხია, „პეტრიწისეული 'ტრფიალების' განმარტებისათვის";
  • ლელა ალექსიძე, „განგება, ბედისწერა, ჩვენ: ნეოპლატონური პარადიგმები პეტრიწსა და პლეთონთან";
  • გიგა ზედანია, „მისტიკური თეოლოგია";
  • თამარ ცოფურაშვილი, „არსობრივი მიზეზის თეორია და მისგან გამომდინარე ონტოლოგიური მოდელები: ანალოგიისა და უნივოკაციის მოძღვრებები";
  • ლუკა კუჭუხიძე, „ფანტაზმები და გრძნობადი შემეცნება თომა აქვინელის გნოსეოლოგიაში, SUMMA THEOLOGICAE-ს მიხედვით";
  • ლაშა მათიაშვილი, „ხმის დეკონსტრუქციული და არქეოლოგიური პარადიგმები".

შეძენა შესაძლებელია წიგნის სახლში „ლიგამუსში“.

პუბლიკაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://bit.ly/3wrp8De

 

2021 წელი

ბანერები