პროექტები
სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის პროექტები
- კვლევები ფილოსოფიისა და თეოლოგიის მომიჯნავე საკითხებზე (საკვლევი თემა: ფილოსოფიურ-თეოლოგიური დისკურსის ანალიზი. ტრანსცენდენტალიები როგორც თეოლოგიური კონცეპტები და როგორც ფილოსოფიური კატეგორიები, რეფორმაცია და მისი ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი შედეგები - პროექტის ხელმძღვანელი და შემსრულებელი თამარ ცოფურაშვილი),
- კვლევები ეთიკისა და მორალის საკითხებზე (საკვლევი თემა: ბიოეთიკის ურთიერთმიმართება ადამიანის ავტონომიურობასა და ღირსებასთან - პროექტის ხელმძღვანელი და შემსრულებელი ნინო როდონაია; აღიარების ცნება როგორც ფუძემდებლური ფიხტეს ბუნებითი სამართლის სისტემაში - პროექტის შემსრულებელი თამარ ცოფურაშვილი),
- კვლევები ანალიზური ფილოსოფიის მიმართულებით (საკვლევი თემა: ნორმატიულობა და რაციონალურობა. ლოგიკური, ეპისტემოლოგიური და ონტოლოგიური ანალიზი, პროექტის ხელმძღვანელი - თამარ ცხადაძე; უთანხმოების ეპისტემოლოგია - შემსრულებელი თამაზ თოხაძე).
- მთარგმნელობითი პროექტები: მონტენის ესსეები, ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიური ტრაქტატები. პროექტის ხელმძღვანელი თამარ ცოფურაშვილი
- არისტოტელეს ქართულენოვანი რეცეფცია (ფილოსოფიისა და თეოლოგიის მომიჯნავე საკითხების კვლევა). პროექტის ხელმძღვანელი თამარ ცოფურაშვილი.
- გამოყენებითი ეთიკის სახელმძღვანელოს შექმნა (კვლევები ეთიკისა და მორალის საკითხებზე. )პროექტის ხელმძღვანელი ნინო როდონაია.
- “რელიგიურობის კვლევა ქართველ ახალგაზრდებში”. დამფინანსებელი ორგანიზაცია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი. პროექტის ხელმძღვანელი ქეთევან გურჩიანი.