ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი აკადემიურ თანამდებობაზე

1.2010 წლის 16 სექტემბრიდან გამოცხადდეს ღია კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში "ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტი" მოლეკულური ნეირობიოლოგიის მიმართულებით ასისტენტ პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე.
2.კონკურსი უნდა შეესაბამებოდეს გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს;
3. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული);
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ოთხი ფოტოსურათი 3X4;
დ) შესაბამისი სამეცნიერო ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი;
ე) ერთი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც კანდიდატის აზრით საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარს;
ვ) ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი);

ბრძანება სრულად იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.>>

ბანერები