ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმდინარე კვლევები

მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიმდინარე კვლევები

ინსტიტუტში გრძელდება კვლევები როგორც ღეროვანი უჯრედების, ასევე თავის ტვინის პათოლოგიების მიმართულებით. გარდა ამისა, მიმდინარე წელს საფუძველი ჩაეყარა ახალი, ონკოლოგიური მიმართულების კვლევით პროექტს, რომელიც ეხება ახალი ონკომარკერის იდენტიფიცირებას და მისი ექსპრესიისა და როლის შესწავლას ადამიანის ჯანმრთელ და დაავადებულ ქსოვილებში. აღნიშნული თემის ირგვლივ მომავალი წლიდან იგეგმება სადოქტორო პროექტის დაწყება.

ბანერები