ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი

პროექტი „საქართველოს ეპიგრაფიკული კორპუსი“ 2015 წლიდან ხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში. იგი მიზნად ისახავს საქართველოში აღმოჩენილი ან დაცული უმდიდრესი ეპიგრაფიკული მემკვიდრეობის დოკუმენტირებას ლაიდენის კონვენციის ციფრული მემკვიდრის - EpiDoc-ის მიხედვით. ამ სტანდარტით შესრულებული პირველი ელექტრონული გამოცემა არმაზის ბილინგვისა 2014 წელს თამარ კალხიტაშვილმა მოამზადა სამაგისტრო კვლევის ფარგლებში; ციფრული ჰუმანიტარიის უახლესი მიდგომების გამო ამ გამოცემამ მაღალი შეფასება დაიმსახურა EAGLE-ის (The Europeana network of Ancient Greek and Latin Epigraphy) მიერ ორგანიზებულ ციფრული ეპიგრაფიკის საერთაშორისო კონფერენციაზე. ამ ეტაპზე საქართველოს ეპიგრაფიკულ კორპუსში (პროექტის ხელ-ლი პროფ. ნ. დობორჯგინიძე) შესულია ახ. წ.ა. I-X საუკუნეების ქართული, არამეული და ბერძნული წარწერები. პროექტი გრძელვადიანია და, ქართულის გარდა, მიზნად ისახავს საქართველოში დაცული უძველესი პერიოდის (პირველი ნიმუშები ძვ. წ.ა. IX საუკუნისაა) ურარტული, არამეული, ბერძნული, ებრაული, არაბული, სპარსული და სომხური წარწერების გამოცემას/კორპუსის მომზადებას აღნიშნული სტანდარტით.

http://epigraphy.iliauni.edu.ge/

ბანერები