ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი საუნივერსიტეტო, ეროვნული და საერთაშორისო სამეცნიერო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებს კვლევით პროექტებს შემდეგი მიმართულებებით:
1. ციფრული ჰუმანიტარია: კომპიუტერული ლინგვისტიკა, ციფრული ეპიგრაფიკა, ციფრული პროსოპოგრაფია;
2. ქართული ჟესტური ენის კვლევა;
3. ქართველურ ენათა ტიპოლოგიური კვლევა, ელექტრონული დოკუმენტაცია;
4. ტექსტოლოგია, ძველი ქართული სიტყვიერი მემკვიდრეობის კვლევა, პუბლიკაცია;
5. ქართული ენის სოციალური ისტორიის კვლევა;
6. ქართულის, როგორც მეორე ენის და ქართულის, როგორც უცხო ენის სტანდარტიზაციის საკითხთა კვლევა სახელმძღვანელოების მომზადების მიზნით;
7. შუა საუკუნეებისა და მოდერნულობის ქართულ-ევროპული წყაროების კვლევა, თარგმნა, პუბლიკაცია.
ინსტიტუტის სტრუქტურაში შედის: ჟესტური ენის ლაბორატორია, ქართველური ენების კვლევის ჯგუფი, ქართული ენის სახელოსნო და აფხაზური ენის დოკუმენტირებისა და კვლევის ცენტრი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
➳ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ოთახი F 314; ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
✉ nino_doborjginidze@iliauni.edu.ge