ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მიმდინარე კვლევები

მიმდინარე კვლევები

ფოლკსვაგენის ფონდის პროექტს - „ევროკავშირის მიერ დემოკრატიის დახმარება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში“ - 2013 წლიდან ახორციელებს დარმშტატის ტექნიკური უნივერსიტეტი, რომლის პარტნიორიც საქართველოსა და სომხეთში არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა. პროექტში მონაწილეობს კიდევ ექვსი ორგანიზაცია აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან. პროექტი დასრულდება 2014 წელს დასკვნითი კონფერენციითა და პუბლიკაციით.

კვლევის მიზანია, გამოიკვლიოს ევროკავშირის, როგორც პოლიტიკური აქტორის, რეალური გავლენა დამოკრატიზაციის პროცესზე სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ის ტარდება ერთიანი მეთოდოლოგიით რეგიონის რვა ქვეყანაში. კვლევის მეთოდოლოგიის შედგენაში მონაწილეობდა სკოლის დირექტორი, პროფ. გია ნოდია, რომელიც თებერვალში იმყოფებოდა დარმშტადტის უნივერსიტეტში. გარდა ამისა, კვლევითმა ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტები და მაგისტრანტები, ჩაატარეს პირველადი კვლევითი სამუშაოები, რაც გულისხმობდა დოკუმენტაციის შესწავლას, მედიის მონიტორინგს და 14 ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუს.

ბანერები