ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა

კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა

კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლა (კკსს) დაარსდა 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფარგლებში. კავკასიის რეგიონული კვლევების ინტერდისციპლინური ცენტრი მსურველებს მაღალი დონის სასწავლო და კვლევით პროგრამებს სთავაზობს.
კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის მისიაა, წვლილი შეიტანოს კავკასიის რეგიონის შესწავლაში, ამ ცოდნის გავრცელებასა და ამ მიზნით სტუდენტთა და მკვლევართა გაერთიანებაში. მისია ეფუძნება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც კავკასია, რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მუდმივად მზარდი ინტერესის საგანია, ხოლო ინტელექტუალური პოტენციალის მოზიდვა, მაღალი სტანდარტების სასწავლო პროგრამების დანერგვა და რეგიონული კვლევების განვითარება ხელს შეუწყობს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევას.
სკოლის უპირველესი ამოცანა მაღალი აკადემიური სტანდარტების დამკვიდრებაა. ამავე დროს, მისი მიზანია, შექმნას პროფესიული თანამშრომლობისა და დიალოგის ფორუმი მკვლევართა და ახალგაზრდებისათვის რეგიონში, რომელსაც ჯერაც ვერ გადაულახავს კონფლიქტები.

საკონტაქტო ინფორმაცია
➳ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
0162 თბილისი, საქართველო
 +995 322 10 28 94
 +995 322 22 06 48
✉  iscs@iliauni.edu.ge

ბანერები