ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სიახლეები

2018

  • 2018 წელს პროფ. ივანე მურუსიძე შეყვანილი იქნა რეფერირებადი ყოველთვიური ჯურნალის Open Physics რედაქტორთა საბჭოში როგორც რედაქტორი პლაზმის ფიზიკის განხრით.

2017

  • 2017 წლის 4-7 სექტემბერს ფრაიბურგში (გერმანია) გაიმართა ბორის ბორიდებისა და მონათესავე მასალებისადმი მიძღვნილი მ-19 საერთაშორისო სიმპოზიუმი - 19th International Symposium on Boron, Borides and Related Materials (ISBB2017). სიმპოზიუმი არის ტრადიციული წარმომადგენლობითი ფორუმი, სადაც მეცნიერები წამყვანი ლაბორატორიებიდან აჯამებენ პროგრესს ბორისა და ბორიდების შემცველი მასალების, მათ შორის ბორის ნანოსტრუქტურული და დაბალგანზომილებიან ფორმების შესწავლაში. პროფესორმა ივანე მურუსიძემ მონაწილეობა მიიიღო სიმპოზიუმში ნაშრომით: “Band Surfaces and DoS of Boron Flat Holeless Sheet” („ბორის ბრტყელი უხვრელო ფურცლის ზონური ზედაპირები და მდგომარეობათა სიმკვრივე). ეს შრომა წარმოადგენს შედეგებს, მიღებულს გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის მიმდინარე პროექტის „ბორის ნიტრიდის ნანოსტრუქტურების და დაბალგანზომილებიანი ბორის სისტემების, მათი ელექტრონული და მასშტაბზე დამოკიდებული სტრუქტურული თვისებების კომპიუტერული მოდელირება“ ფარგლებში. 
  • პროფ. ი. მურუსიძის, როგორც მიწვეული რედაქტორის მონაწილებით მომზადდა ჟურნალის American Journal of Nano Research and Applications ნანოტექნოლიგიისადმი მიძღვნილი სპეციალური ნომერი Nanotechnologies, Vol. 5, No. 3-1, May, 2017.
  • გარემოს ეროვნული სააგენტოს მიწვევით გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში 2017 წლის 2 მარტს გაიმართა, პროფ. ი. მურუსიძის სემინარი-პრეზენტაცია. დეპარტამენტის თანამშრომლები (დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქ.-ნი მარინე არაბიძე) გაეცნენ ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის AR/198/9-240/14, („საქართველოს ატმოსფერულ ნალექებში მძიმე ლითონების შესწავლა ხავსების ბიომონიტორინგისა და ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის გამოყენებით“) ფარგლებში მიმდინარე კვლევების მიზნებსა და ამოცანებს, კვლევის მეეთოდებსა და მიღებული შედეგების მნიშვნელობას.
  • გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში დასრულდა მუშაობა კოლაბორაციულ პროექტზე „საქართველოს ატმოსფერულ ნალექებში მძიმე ლითონების შესწავლა ხავსების ბიომონიტორინგისა და ნეიტრონული აქტივაციური ანალიზის გამოყენებით“ - ესფ პროექტი AR/198/9-240/14 - კვლევებზე (პროექტის მენეჯერი თამაზ ყალაბეგიშვილი, მკვლევარი ივანე მურუსიძე). პროექტის ფარგლებში პირველად საქართველოში განხორციელდა ატმოსფერულ ნალექებში მძიმე ლითონების შესწავლა ხავსების ბიომონიტორინგით თანამედროვე ბირთვული და ატომური ფიზიკის ანალიზური მეთოდების გამოყენებით. განისაზღვრა 40-ზე მეტი ელემენტის კონცენტრაცია 127 ნიმუშში, რომელიც აღებული იქნა აღებული იქნა აღმოსავლეთ საქართველოს 9 და დასავლეთ საქართველოს 4 რაიონიდან. მიღებული შედეგები აისახა. ICP Vegetation-ის 2015/16 წლიურ ანგარიშში: Air Pollution and Vegetation ICP Vegetation Annual Report 2015/2016. ICP Vegetation - International Cooperative Programme on Effects of Air Pollution on Natural Vegetation and Crops დაარსებულია 1987 წელს. ამჟამად მისი ის ჩართულია აქტივობებში გაერთიანებული ერების ევროპის ეკონომიკური კომისიის - UNECE-ს (United Nations Economic Commission for Europe) ფართე არეალის ტრანსსასაზღვრო ჰაერის დაბინძურების კონვენციის ფარგლებში (Convention on Long-Range Transboundary Air Pollution-LRTAP). პროექტის მონაწილე ქართველმა მეცნიერებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს UNECE-ს ეგიდით გამართულ სპეციალური სამუშაო ჯგუფის თათბირებში: The 30th Task Force Meeting (14 – 17 February 2017, Poznan, Poland) The 29th Task Force Meeting (29 Feb. – 4 Mar. 2016, Dubna, Russian) გარდა იმისა, რომ მოპოვებული იქნა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს ფართე არეალზე მძიმე მეტალებით დაბინძურების მდგომარეობის შესახებ, პროექტის ფარგლებში განხორციელებულმა კვლევებმადაუდეს ატმოსფერულ ნალექებში მძიმე მეტალების ბიომონიტორინგის თანამედროვე პრაქტიკულ მეთოდებს, რომელიც არსებითი ელემენტია ეფექტური გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავებისა და პრიორიტეტული ღონისძიებების დასახვისა და განახორციელებისათვის ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. 
  • ჟურნალის Times Higher Education მიწვევით მიმდინარე წლის თებერვალში პროფ. ივანე მურუსიძემ მონაწილეობა მიიღო აკადემიური რეპუტაციის მიმოხილვაში, რომელიც ტარდება Elsevier-თან პარტნიორობით, მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგების დამდგენ გამოკითხვაში. Times Higher Education World University Rankings დაარსებულია 2004 წელს. ის იძლევა სიას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებისა, რომლებიც შეფასებულია სწავლების, კვლევის, საერთაშორისო პერსპექტივის, რეპუტაციის და ა.შ. მიხედვით.

2016

  • როგორც მიწვეულმა რედაქტორმა და რევიუერმა, პროფ. ი. მურუსიძემ მონაწილეობა მიიღო ჟურნალის Open Physics (Central European Journal of Physics) სპეციალური ნომრის Functional Advanced and Nanomaterials (Volume 14, Issue 1, 2016) მომზადებაში.

2014

  • 2014 წლის 31 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით ჰონოლულუში (ჰავაი, აშშ) გაიმართა ბორის, ბორიდების და მონათესავე მასალებისადმი მიძღვნილი მე-18 საერთაშორისო სიმპოზიუმი (18th International Symposium on Boron, Borides and Related Materials, Aug. 31 to Sep. 5, 2014, Honolulu, Hawaii, USA). სიმპოზიუმზე მონაწილეობა მიიღო პროფ. ივანე მურუსიძემ. ბორის ნანომასალებისადმი მიძღვნილ სესიაზე მის მოხსენებაში - “On Electronic Energy Band Structure of Boron Flat Sheet (ბორის ბრტყელი ფურცლის ელექტრონული ზონური სტრუქტურის შესახებ) - წარმოდგენილი იქნა გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტში ბორის ნანოსისტემების და დაბალგანზომილებიანი სტრუქტურების კვლევების ერთ-ერთი მნიშვნელოვან შედეგი. სიმპოზიუმს დიდი ტრადიცია აქვს და პერიოდულად იმართება 1959 წლიდან. ამჯერად ISBB 2014-ის ორგანიზატორი იყო ჰავაის უნივერსიტეტი – ოკეანისა და დედამიწის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლის, ჰავაის უნივერსიტეტის ფონდისა და ჰავაის უნივერსიტეტის კვლევითი კორპორაციის სახით; ხოლო სპონსორები იყვნენ კორპორაცია ბორაქსი (U.S. Borax Inc., Rio Tinto Minerals), ამერიკის კერამიკოსთა საზოგადოება (ACerS), ეტიმაინი (Etimine, USA, Inc.), ტექნოდიამანტი (Technodiamant, ნიდერლანდები), ნეცში (Netzsch Group, გერმანია), ბრუკერი (Bruker Corporation) და სხვ. სიმპოზიუმზე მონაწილეობდნენ აშშ-ის, ევროპის, იაპონიის და სხვა ქვეყნების მკვლევრები წამყვანი სამეცნიერო ცენტრებიდან და უნივერსიტეტებიდან. სიმპოზიუმმა განიხილა და შეაჯამა ბორისა და ბორშემცველი მასალების მიღების მეთოდების დამუშავებაში, მათი ფიზიკური თვისებების გამოკვლევასა და ტექნოლოგიურ გამოყენებაში დღეს მიღწეული პროგრესი. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც უკანასკნელ ხანებში ძალზე სწრაფად ფართოვდება ბორის ნაერთებისა და კომპოზიტების, მათ შორის ამ მასალების ნანოსტრუქტურული ფორმების, გამოყენების სფერო. ამ წარმომადგენლობით ფორუმზე ჩვენი მონაწილეობა წარმოადგენს, ერთი მხრივ, ჩვენი კვლევების მნიშვნელობის აღიარებას და, მეორე მხრივ, მათი შემდგომი გაფართოების საშუალებას. კვლევები ხორციელდება პროფ. ლ. ჩხარტიშვილთან თანამშრომლობით (სტუ, საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტი).
  • 2014 წლის ინდუსტრიული და გამოყენებითი მათემატიკის საზოგადოების ( Society for Industrial and Applied Mathematics - SIAM) ყოველწლიურ შეკრებაში (2014 SIAM Annual Meeting, Chicago, IL, USA, July 7-11, 2014) მონაწილეობა მიიღო ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ თუთბერიძემ ნაშრომით "Investigation and Numerical Solution of Initial-Boundary Value Problem to One Nonlinear Parabolic Equation". SIAM-ის ყოველწლიური მიტინგი ერთად კრებს პროფესიონალთა ფართო საზოგადოებას გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტინგის დარგში. ის კარგი საშუალებაა შედეგების კომუნიკაციის, აპრობაციის და კვლევის გაღრმავებისათვის ამ მიმართულებით.

2013

  • ჩატარდა თერმოექსრტრემოფილი არქებაქტირიებით ოქროს ნანონაწილაკების სინთეზის პირველი წარმატებული ექსპერიმენტები. ბაქტერიები კულტივირებული იქნა სპეციალურ მაღალტემპერატურულ ინკუბატორში (≈ +80 °C). ეს ექსპერიმენტები არის ინსტიტუტის პროექტის - “Methods of nanoparticle production using extremophiles”, STCU Project №4744 - ნაწილი, რომელიც ხორციელდება დოქტორ თამაზ ყალაბეგიშვილისა და პროფესორ ივ. მურუსიძის ხელმძღვანელობით. მადლიერებით აღვნიშნავთ პასტერის ინსტიტუტის (პარიზი) ლაბორატორიის ხელმძღვანელის, არქეას ვირუსოლოგიის აღიარებული ექსპერტის, ბატონი დავით ფრანგიშვილის დახმარებას, რომელმაც მოგვაწოდა არქებაქტერიის Sulfolobus islandicus შტამი. ექსპერიმენტები ხორციელდება გ. ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

2012

  • პროფ. ივ. მურუსიძემ ხელი მოაწერა საავტორო ხელშეკრულებას გამომცემლობასთან Taylor & Francis, რომლის მიხედვითაც თანაავტორთან გამოსაცემად მოამზადა წიგნი: "Boron Nitrides: Syntheses, Properties, and Applications".
ბანერები