ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი

გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი

გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტი დაარსდა 2010 წელს. ინსტიტუტი წარმოდგენილია უნივერსიტეტის საინჟინრო და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტებზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე მაღალი დონის კურსებით ფიზიკაში, სტატისტიკაში, კომპიუტერულ მოდელირებასა და გამოყენებით მათემატიკაში.

გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის კვლევის სფეროებია:

  • დაბალგანზომილებიანი სისტემების, ნანოსტრუქტურების და ატომური კლასტერების სტრუქტურული და ელექტრონული თვისებები;
  • ბაქტერია-მეტალის ურთიერთქმედების ბიოფიზიკა; კეთილშობილი და ნახევრადმეტალური ნანონაწილაკების მიკრობული სინთეზი;
  • ინტენსიური ლაზერული გამოსხივების პლაზმასთან ურთიერთქმდება, პლაზმაზე დაფუძნებული ახალი ამჩქარებლები და გამოსხივების წყაროები; რელატივისტური არაწრფივი ოპტიკა;
  • კომპლექსური არაწრფივი სისტემების მოდელირების რიცხვითი მეთოდების შემუშავება და გამოყენება.

გამოყენებითი ფიზიკის ინსტიტუტის საერთაშორისო პროექტები:

  1. STCU Project #4744,“Methods of nanoparticle production using extremophiles” (2010-2013)
  2. STCU Project #5002, “Biosynthesis and characterization of silver and gold nanoparticles” (2009-2011).

 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროფ. ივანე მურუსიძე - დირექტორი
➳ ჩოლოყაშვილის, 3/5; ოთახი G 504
0162, თბილისი, საქართველო. 
☏ 577 55 33 80
miv@iliauni.edu.ge

 

ბანერები