ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მე-8 საერთაშორისო კონფერენცია ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოპკულტურების შესახებ

ღონისძიებები

28-30 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმთან, ვენის უნივერსიტეტსა და ალ-ახვაინის უნივერსიტეტთან (მაროკო) თანამშრომლობით მასპინძლობს მე-8 საერთაშორისო კონფერენციას ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოპკულტურების შესახებ.

კონფერენციის მიზანია, თავი მოუყაროს ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოპკულტურების კვლევით დაინტერესებულ სპეციალისტებს მთელი მსოფლიოდან. კონფერენციის თემატიკა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის პოპკულტურის არაერთ მიმართულებას მოიცავს, იქნება ეს კინო და თეატრი, ცეკვა და მუსიკა, სხვადასხვა ტიპის მედია, ფოლკლორი და ა.შ. არაერთი მოხსენება მიეძღვნება აღმოსავლეთ-დასავლეთის კულტურულ ურთიერთობებში საქართველოს როლის წარმოჩენას.

კონფერენციის მონაწილეთა შორის ქართველ მკვლევრებთან არიან მეცნიერები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.

კონფერენციის პროგრამა იხლეთ აქ.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://menapoptbilisi.wordpress.com/

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები