ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ინსტრუმენტები

ინსტრუმენტები

ობსერვატორიის არსებობის განმავლობაში დაიდგა რვა სავარსკვლავო და შვიდი სამზეო ტელესკოპი. 

1.    სავარსკვლავო ტელესკოპები

  • 33-სანტიმეტრიანი რეფლექტორი საფოკუსო მანძილებით F = 165 სმ (ნიუტონის) და F = 600 სმ (ნესმიტის). მუშაობს 1932 წლიდან.
  • 40-სანტიმეტრიანი რეფრაქტორი F = 680 სმ. მუშაობს 1937 წლიდან.
  • 20-სანტიმეტრიანი ცეისის ორმაგი ასტროგრაფი F = 100 სმ. 1937 წლიდან 1963 წლამდე მუშაობდა 40-სმ რეფრაქტორთან ერთად, ხოლო 1963 წლიდან - როგორც დამოუკიდებელი ტელესკოპი.
  • 44-სანტიმეტრიანი შმიდტის ანაბერაციული კამერა F = 625 სმ. მუშაობს 1940 წლიდან.
  • 70-სანტიმეტრიანი მენისკური ტელესკოპი AC-32. F = 210 სმ პირდაპირ და F = 1050 სმ ნესმიტის ფოკუსებში. მუშაობს 1955 წლიდან.
  • 48-სანტიმეტრიანი რეფლექტორი АЗТ-14. F = 210 სმ პირდაპირ და F = 770 სმ ნესმიტის ფოკუსებში. მუშაობს 1966 წლიდან.
  • 125-სანტიმეტრიანი რეფლექტორი АЗТ-11. F= 1580 სმ. მუშაობს 1978 წლიდან.
  • 40-სანტიმეტრიანო ცეისის ორმაგი ასტროგრაფი. F = 300 სმ. მუშაობს 1979 წლიდან.

2.    სამზეო ტელესკოპები

  • ჰეილის სპექტროჰელიოსკოპი. D = 10 სმ, F = 500 სმ; ცელოსტატის სარკეების D = 22 სმ. დადგმულია 1938 წლიდან.
  • ქრომოსფერულ-ფოტოსფერული ტელესკოპი. პირველი კამერა ქრომოსფერული ტელესკოპი. D = 6 სმ, ეკვივალენტური F = 543 სმ და 214 სმ. მეორე კამერა ფოტოჰელიოგრაფი. D = 13 სმ, ეკვივალენტური F = 908 სმ. მუშაობს 1957 წლიდან.
  • ჰორიზონტული სამზეო ტელესკოპი АЦУ-5. D = 44 სმ, F = 1750 სმ (ნიუტონის) და 6054 სმ (კასეგრენის). მუშაობს 1965 წლიდან.
  • ლიოს კორონოგრაფი. D = 12 სმ, F = 300 სმ. მუშაობს 1966 წლიდან.
  • დიდი დაბნელებისგარეშე კორონოგრაფი. D = 53 სმ, F = 800 სმ. მუშაობს 1977 წლიდან.
  • სინფაზური მრავალდიპოლიანი რადიოტელესკოპი S = 20 მ2,  ტალღის სიგრძით 1.43 სმ. მუშაობს 1957 წლიდან.
  • პარაბოლური რადიოტელესკოპი. D = 100 სმ,  ტალღის სიგრძით 3.25 სმ. მუშაობს 1986 წლიდან.
ბანერები