სემინარი თემაზე ენერგეტიკული ტარიფები
ღონისძიებები
18 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში, ენერგეტიკულ ტარიფებთან დაკავშირებით, ენერგეტიკული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის ფარგლებში, მორიგი სემინარი გაიმართება. სემინარზე სიღრმისეულად განიხილება შემდეგი საკითხები:
- ენერგეტიკული ბაზარი, მისი ძირითადი მონაწილეები, მათი ურთიერთობები და ინტერესები;
- ტარიფების დანიშნულება და მათი დადგენის პრინციპები;
- სამომხმარებლო ტარიფის კომპონენტები და მათი სიდიდე;
- ტარიფზე მოქმედი ფაქტორები;
- ინფრასტრუქტურული ინვესტიციები და საოპერაციო ხარჯები, ინფლაცია, გაცვლითი კურსი;
- ტარიფების სუბსიდირების სოციალური და ეკონომიკური შედეგები.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის სპეციალისტები და ენერგეტიკის სამინისტროსა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.
სემინარი ანალიტიკური ცენტრის - „ მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ - და ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით ტარდება.
დრო: 18 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. №1)
დასწრება თავისუფალია.