ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტი
ინსტიტუტის მიზნები:
- ენერგეტიკის და მისი მომიჯნავე დარგების ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევა; ენერგეტიკის და მომიჯნავე დარგებში მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებისა და ტექნოლოგიების ღრმა შესწავლა და საქართველოში მათი დანერგვის ხელშეწყობა;
- ენერგეტიკის სფეროში განათლების პროცესის სამეცნიერო უზრუნველყოფა და ენერგეტიკული ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; სამეცნიერო ლიტერატურის, თარგმანების, სასწავლო კურსებისა და ქრესტომათიების შექმნა;
- სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების კვლევითი უზრუნველყოფა.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- საქართველოს და საერთაშორისო ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიების კვლევა. ენერგეტიკის გრძელვადიანი დაგეგმვა, ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი;
- ენერგეტიკის, გარემოს, ეკონომიკისა და სოციალური სისტემების ურთიერთქმედებისა და მდგრადი განვითარების საკითხების კვლევა სისტემური დინამიკის მეთოდების გამოყენებით. მდგრადი განვითარების კრიტერიუმებისა და პირობების კვლევა.
- მდგრადი ენერგეტიკული ტექნოლოგიების კვლევა. მათი განვითარებისა და დანერგვის ხელშეწყობა; ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკისა და საკანონმდებლო გარემოს ინფორმაციული და საექსპერტო-კვლევითი უზრუნველყოფა;
- ინოვაციური ახალი მიმართულებების, ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის კვლევა, მათი გამოყენების პირობებისა და საქართველოში მათი დანერგვის შესაძლებლობების შესწავლა;
- ენერგეტიკული ბაზრების, კონკურენციისა და რეგულირების საკითხების კვლევა. ენერგეტიკული ბაზრების მოწყობა, ლიცენზირება და სატარიფო რეგულირება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
➳ ჩოლოყაშვილის 3/5, E 219
☏ 599574247
✉murman.margvelashvili@iliauni.edu.ge