ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ინსტიტუტი წარმოადგენს ბიზნესის კვლევების ცენტრის სამართალმემკვიდრეს და დაარსდა 2010 წელს. ინსტიტუტის საქმიანობის სფეროებს განეკუთვნება:

  • ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებისა და მომიჯნავე დარგების ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევა;
  • საწარმოთა საქმიანობისა და ინოვაციური პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე გენერირებული ცოდნის გავრცელება განვითარების პროგრამების, პროექტების, რეკომენდაციებისა და პუბლიკაციების სახით;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში განათლების პროცესის სამეცნიერო უზრუნველყოფა და ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
  • სამეცნიერო ლიტერატურის, თარგმანებისა და სასწავლო კურსების შექმნა;
  • სახელმწიფო ეკონომიკური და სამეწარმეო პოლიტიკისა და სტრატეგიული მიმართულებების სამეცნიერო-კვლევითი უზრუნველყოფა;
  • ინსტიტუტი ახდენს კვლევითი საქმიანობის ფოკუსირებას ეკონომიკური სისტემის, აგრეთვე საწარმოთა და მენეჯერული ჯგუფების ფუნქციონირების შესწავლაზე, რაც უზრუნველყოფს კვლევითი საქმიანობის ორიენტაციას ეკონომიკისა და ბიზნესგარემოსათვის დამახასიათებელ პრიორიტეტებზე.

ინსტიტუტი შეიმუშავებს კვლევითი ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროებში არსებულ პრიორიტეტულ თემატურ საკითხებზე: მეწარმეობის ადგილობრივი და საერთაშორისო ასპექტები, ინოვაციები და ცოდნის ტრანსფერი და ა.შ. საერთაშორისო სამეწარმეო სპეციფიკის კვლევა საშუალებას მოგვცემს, კვლევის შედეგების განვრცობის საფუძველზე ხელი შევუწყოთ ქართულ საწარმოთა კონკურენტუნარიანობისა და მწარმოებლურობის დონის გაუმჯობესებას. ინოვაციურ სფეროში ინსტიტუტის კვლევები მოიცავს როგორც ინსტიტუციონალურ, ასევე ინდივიდუალური საქმიანობის სფეროებს იდეის გენერირებიდან მისი იმპლემენტაციის საბოლოო ფაზამდე. აღნიშნული გულისხმობს ცოდნის ტრანსფერის პროცესში როგორც საუნივერსიტეტო ადამიანური კაპიტალის, ასევე საინოვაციო ქსელების ფორმირებისა და ზემოქმედების ფაქტორების კვლევას.


საკონტაქტო ინფორმაცია

პროფესორი დიმიტრი ჯაფარიძე
➳ ქაქუცა  ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, 0162, თბილისი, საქართველო
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის F კორპუსი
ოთახი N 419
✉ japaridze@iliauni.edu.ge
www.beri.iliauni.edu.ge

ბანერები