ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტრენინგი „საქართველო – ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაზე“

2018 წლის 23-26 იანვარს ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“, გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების ტრენინგი "საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების თაობაზე". ტრენინგის მიზნად ისახავდა ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის ხელშეწყობას. ის აერთიანებდა ოთხ პარალელურად მიმდინარე დამოუკიდებელ სესიას, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო სექტორის 60-მა წარმომადგენელმა და 23 ექსპერტმა/ტრენერმა.

ტრენინგის ორგანიზატორი იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

ტრენინგების ციკლი ხორციელდება პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017-2020) ფარგლებში.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

პროექტი დააფინანსა ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტრომ. პროგრამა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, გაზარდოს მათი ანგარიშვალდებულება მოქალაქეების წინაშე და განამტკიცოს კავშირები სხვა აქტორებთან.

პროექტში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა, რომელმაც წაიკითხა მოხსენება „საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის მართვა, დაფინანსება და ხარისხის უზრუნველყოფა, ქართული რეალობა და პერსპექტივები“.

ჯანდაცვის პოლიტიკისა და დაზღვევის ინსტიტუტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები